''მე არ დავარქმევდი, რომ პარლამენტში მისვლას თავი ავარიდე''- მაჭავროანი პარლამენტში არ მისვლას განმარტავს
პოლიტიკა - 14:59, 24 Feb, 2020     573

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, მიზეზს რის გამოც არ მივიდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც მინისტრმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფორმატში ვრცლად ისაუბრა თემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც კომიტეტზე იყო დაბარებული.

„მე არ დავარქმევდი, რომ პარლამენტში მისვლას თავი ავარიდე. მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩემი აზრით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად: სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის" ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმე და მანამდე წერილიც კი გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოვდიოდი „მინისტრის საათზე“ და იქ გავცემდი ყველაფერს პასუხს, თუ რამე დამატებითაც იქნებოდა საჭირო, თანახმა ვიყავი კიდევ მივსულიყავი. თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად, დარბაზი დატოვეს, არც კი იყვნენ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, პასუხი არ აინტერესებდათ, უფრო სწორად მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი ალბათ, იძლევა მეტი სპეკულირების საშუალებას.

მეორე, როდესაც საუბრობენ, რომ ესაა პარლამენტის უპატივცემულობა, გეტყვით, რომ გადახედეთ და მოიკითხეთ ჟურნალისტებმა, ბოლო 4 თვის განმავლობაში 4-ჯერ ვიყავი პარლამენტში - გინდათ, ბოლო 6 თვე აიღეთ, გინდათ, 2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში, როდესაც სამი დღის წინ ზუსტად იგივე საკითხებზე დეტალურად ვსაუბრობდი, ერთ კითვასაც არ გისვამენ, დარბაზში არ ჩერდებიან, რომ მოგისმინონ.’’ - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინანსთა მინისტრის არ მისვლამ საკომიტეტო მოსმენის სხდომაზე გამოიწვია დამოუკიდებელი დეპუტატების გაღიზიანება და სიტყვიერი დაპირისპირება, ისინი მოითხოვენ დატოვოს საკანონმდებლო თანამდებობა მაჭავარიანმა. ასევე განმარტება გააკეთა კიმიტეტის თავჯდომარემ რომან კაკულიამ რომ მას მხოლოდ დილით აცნობეს მინსიტრის არ მოსვლის თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42