დღეს დარგობირივი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს ელოდებოდნენ, თუმცა პარლამენტში ვანო მაჭავარიანი არ მივიდა, სხდომაზე, მინისტრი დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციამ დაიბარა, რის გამოც ქართული ოცნებიდან დემარშით წასული დეპუტატები ფინასნთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
დეპუტატების ვარაუდით მინისტრმა თავი აარიდა დღგეების სკანდალზე გავრცელებულ მწავვე შეკითხევბს, ამას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება სხდომაზე. მინისტრს უპასუხიმგებლო უწოდეს, რასაც უპასუხისმგებლოდ ეკიდება.
დღგეების სკანდალთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში მიმდინარეობს საუბარი, რომ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგნელები არიან ამ საქმეში ჩართულები და მათი მფარველობით ხდება ბიუიჯეტიდან ასეულობთ მილიონის გაქრობა, სწორედ ამიტომ მინისტრმა თავი აარიდა მწავვე შეკითხხვებს. სდომაზე ასევე განსახილვევლი საკითხი უნდა ყოფილიყო ტელევიზიებისთვისა ფინანსური ვალების ჩამოწერა.
სწორედ ამიტომ დეპუტატები მოითხოვენ მის პოლიტიკური პასუხისმგებლოსი საკითხის დაყენებასა და გადადგეს საკანონმდებლო ორგონოდან.
‘’რას ცდილობთ ვერ გავიგე და როგორ უყურებთ ამ შაბიტოს ცირკს, ეს სიტყვა ზუსტად ზედ გამოჭრერილია, როგორ ცდილობთ გამოაძვრინოთ ან რას ცდილობთ, ან რეგლამენტი არ წაგიკითხავთ ან ვის რას აწვდის კარებში და როგორ არის მინისტრის საათის ჩანიშვნა. რას ოიმმბზობთ, არ მინდა ეს სიტყვები გამოვიყენო, ეს ქვეყანა არ იმსახეურებს ამ დაპატარავებას, თქვენს შვილებს მაინც ჩახედეთ თვალებში და მათ გაეცით პასუხი.
ეტყობა მინისტრის საათსა და საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქციის მიერ დაბარებას სავარაუდოდ, ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს. ჩვენ მოვისმინეთ მისი მოხსენება მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში რომ ქვეყანაში ყველაფერი ბრწყინვალედ არის. მეტიც ის პასუხები, რომელიც ამ ფორმატში მოვისმინეთ, ჩვენი კითხვების საპასუხო არ იყო. არც მიღებული ინფორმაცია იყო დამაკმაყოფილებელი. ვფიქრობ, როგორც ჯანდაცვის ისე ფინანსთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააყენოთ, ალბათ, გუნდის შიგნით, რადგან თუ საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ თქვენს მინისტრებს ბოდიში და ეტყობა პარლამენტიც და რეგლამენტიც სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ”, – განაცხადა კობერიძემ ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე.
მასალის გამოყენების პირობები






