საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა პერევთან არსებული ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიც დაკეტონ
პოლიტიკა - 12:16, 24 Feb, 2020     827
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ. რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რამდენიმე ადგილობრივი გააფრთხილეს.

„დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ერთადერთი იმედია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას შეძლებენ. უცნობია, რას უკავშირდება ეს სიახლე, თუმცა ორგანიზაციის ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა ახალგორის დროებით დატოვება გადაიფიქრა, იმის შიშით, რომ ერთადერთი გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, სახლებში ვეღარ დაბრუნდებიან.

2019 წლის 4 სექტემბერს, საოკუპაციო ძალებმა ახალგორის რაიონთან არსებული მოსაბრუნის (რაზდახანი) საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტეს. თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა დროული სამედიცინო დახმარების და მედიკამენტების გარეშე დარჩა. რაზდახანის ჩაკეტვას ადამიანების სიცოცხლეც ემსხვერპლა. მოსახლეობა იძულებული გახდა, დროებით გაეწყვიტა კავშირები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ ოჯახის წევრებთან.

ახალგორის იზოლირების საკითხი დღესაც მოუგვარებელია. საოკუპაციო ძალებმა, მიმდინარე წლის 24 იანვარს ე.წ. საზღვრის კვეთის უფლება მხოლოდ იმ პენსიონერებს მისცეს, რომელებიც არ არიან „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთის მოქალაქეები და იღებენ საქართველოს მოქალაქის პენსიას. გადმოსვლის უფლება მისცეს ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობის მქონე მოქალაქეებსაც. დე ფაქტო მთავრობამ კი გაავრცელა განცხადება, რომ მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მომავალში ორ თვეში ერთხელ გაიხსნება და ისიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პენსიის მქონე პენსიონერებისთვის.

ახალგორის იზოლაციის დაწყებიდან დღემდე, ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთადერთ შვებას სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული საკონტროლ-გამშვები პუნქტი წარმოადგენდა. გზის ჩაკეტვის შემდეგ, პერევის (სინაგურის) გამშვები პუნქტით გადმოსვლა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელებისთვის შეძლეს. ასევე გადმოვიდნენ პაციენტები. აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლეს ადამიანებმა, რომელთაც ახლობლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგორიდან სინაგურამდე გზა არც ისე უსაფრთხოა და ფინანსური თვალსაზრისით, ყველასთვის ხელმისაწვდომიც არაა - მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ გამშვები პუნქტის კვეთის შესაძლებლობა.

სწორედ ამიტომ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნულ გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით მიიღო.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ თვლის, რომ პერევის (სინაგურის) გამშვები პუნქტის ჩაკეტვა, მკვეთრად გააუარესებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უკიდურესად რთულ მდგომარეობას. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, საერთაშორისო-სამშვიდობო მიმართულებით არსებული ფორმატების ჩათვლით, და უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა. „ - აცხადებენ ორგანიზაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42