იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანოზაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ნინო მამულაშვილისა და საადვოკატო ბიუროს ‘’კაუზას’’ კავშირები სასამრთლოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა უნდა შეისწავლოს. ოცნების დეპუტატისა და მისი მეუღლის ბიზნეს საქმიანობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.
ამასთანავე დადგინდა, რომ საადვოკატო კომპანია ‘’კაუზა’’-ს მფლობელები მათიკაშვილები არიან და გასხვისების ხელშეკრულება ფიქტიურია.
ჯანოზაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი აუცილებად უნდა გამოიძიოს სასამართლოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, მაგრამ რამდენად დამოუკიდებელი იქნება ეჭვქვეშ ექცევა.
''ეს საკითხი სასამართლოს დაომუკიდებემლა ინსპექტორმა უნდა შეისწავლოს, მაგრამ შეისწავლის დამოუკიდბელი ინსპექტორი დამოუკიდებლად და ობიექტურად ამ საკთხს ? აი ეს არის პრობლემა.
როცა პარლამენტის წევრს შეიძლება ჰქონდეს კავშირი თავის ძველ საადვოკატო ბიუროსთან და შესაძლოა ის კვლავ ღებულობდეს მონაწილეობას იმ საქმიანობაში და მათ შორის მოსამრთლე ეს აჩენს სერიოზულ კითხევბს , ღებულობს თუ არა მოსამართლე მონაწილეობას ამ საადვოკატო ბიუროს საქმიანობაში. რა თქმა უნდა ამ კითხევსბ პასუხი უნდა გაეცეს.’’ - აცხადებს ნაზი ჯანოზაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






