ქართველი ხალხის წერილი თავისუფალ სამყაროს: "რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას თავის სამფლობელოდ განიხილავს"
პოლიტიკა - 10:13, 24 Feb, 2020     1316
ქართველი ხალხი თავისუფალ სამყაროს წერილით მიმართავს. პეტიციის ავტორები, ქვეყნაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ:

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვითხოვთ დახმარებას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად.

საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე. არაერთი დაბრკოლებისა და შეცდომის მიუხედავად, ასევე სკეპტიკოსთა გასაკვირად, ჩვენი ქვეყანა წარმატებული რეფორმების მაგალითად იქცა. ქართველი ხალხის მტკიცე ნებითა და დასავლეთის მხარდაჭერით, საქართველო რეგიონში დემოკრატიის ლიდერი გახდა.

მაგრამ დღეს ყველა ეს მიღწევა აშკარა და მზარდი საფრთხის ქვეშ დგას - ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას ჩამოშლა ემუქრება.

საქართველოს არაფორმალური მმართველი, რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას თავის სამფლობელოდ განიხილავს და ასეც მართავს - მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან, ისე, როგორც საბჭოთა კავშირში. ის არ იკავებს სახელმწიფო თანამდებობას, შესაბამისად, არც ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე. ოლიგარქი სრულად აკონტროლებს ძალაუფლების სამივე შტოს, იყენებს სასამართლოს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, კრიტიკის ჩასახშობად, პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დასაპატიმრებლად. პროდასავლელი ოპონენტების დემონიზების მიზნით, ის აფინანსებს და აორგანიზებს ანტიდასავლური დეზინფორმაციის კამპანიებს. არაფორმალური მმართველის გაუწონასწორებელი და შეუკავებელი ძალაუფლება თესავს შუღლს და ძალადობას საქართველოში, რითაც მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი - რუსეთი ხეირობს.

ივანიშვილის მიერ ძალაუფლების თავხედურად მიტაცების მიმართ საზოგადოება უარყოფითად განეწყო. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საარჩევნო სისტემის რეფორმას. მათ კარგად ესმით, რომ პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენა აუცილებელია, რათა შეჩერდეს სახელმწიფოს მიტაცებისა და ერთპიროვნული მმართველობის პრაქტიკა, ასე დამახასიათებელი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ბოლო წლებისთვის.

2019 წლის ივნისში სახალხო პროტესტის მიერ გამოწვეული პოლიტიკური რყევებით შეშფოთებული ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, საარჩევნო სისტემის რეფორმირების საჯარო პირობა დაედო. თუმცა ოთხი თვის შემდეგ ძალაუფლების დაკარგვის პერსპექტივით შეშინებულმა ოლიგარქმა გატეხა სიტყვა და ჩააგდო კანონპროექტი. მეტიც, მოგვიანებით ივანიშვილმა ჩაშალა ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკების პროცესი, როცა დააპატიმრა ოპოზიციის გავლენიანი ლიდერი და ამით ნათელი გახადა, რომ დიალოგი არ აინტერესებს.

საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს - რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას გავლენა აქვს გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე. ძლიერი და დემოკრატიული საქართველო იქნება მნიშვნელოვანი მაგალითი მსოფლიოსთვის. მისი მარცხი კი გააძლიერებს რუსეთის პოზიციას ევროატლანტიკური წესრიგის წინააღმდეგ.

ჩვენი ურყევი მიზანია ქართული დემოკრატიის გაძლიერება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად გვჭირდება დასავლეთის მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა.

მოგმართავთ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დავიყოლიოთ კომპრომისზე - შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ჩაატაროს საარჩევნო რეფორმა, რაც შეამცირებს დაძაბულობას და ჩააცხრობს პოლიტიკურ მღელვარებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში"- წერია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42