გაეროს მასშტაბურ კვლევაზე დაყრდნობით ამის შესახებ BBC წერს, რომ ბავშვების და მოზარდების კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში საფრთხე ემუქრება და არც ერთი ქვეყანა არ იჩენს მათ დასაცავად საჭირო ძალისხმევას.
გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, ბავშვების მომავალს საფრთხეს კლიმატის ცვლილებები, არაჯანსაღი საკვები და სიგარეტის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ცხოვრების არაჯანსაღი წესის პროპაგანდა უქმნის.
Unicef-ისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე 40 დამოუკიდებელი ექსპერტი მუშაობდა, რომელმაც ბავშვების მდგომარეობა 180 ქვეყანაში შეისწავლა. მათი დასკვნა ძალიან შემაშფოთებელია: ყველაზე მდიდარი ქვეყნები დღეს რეიტინგის სათავეში იმყოფებიან, თუმცა ეკოლოგიის სფეროში მდგრადი განვითარების პრობლემით სათანადოდ არ არიან დაინტერესებულები, რითაც მომავალ თაობებს რისკის ქვეშ აყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები






