ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატს დააყენებენ
პოლიტიკა - 15:18, 22 Feb, 2020     899

ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. უ პარტიები შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლებასთან საბრძოლველად, მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატს დააყენებენ.

ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას პოლიტიკური დევნის პირობებში არ აპირებს. თავის მხრივ, ხელისუფლება ოპონენტებს ულტიმატუმს უწესებს.

„იმ შემთხვევაში, თუ ოლიგარქი არ გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, გვაქვს გეგმა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციურმა პარტიებმა მოვახდინოთ კოორდინაცია და გვყავდეს საერთო კანდიდატები. ძალიან მალე ყველა მნიშვნელოვან ოლქში გვექნება შეთანხმებები, რაც იმის გარანტიაა, რომ ამ სისტემის პირობებშიც კი ქართული ოცნება ვერ გაიმარჯვებს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ივანიშვილის მიერ შეთავაზებულ ვარიანტებს არ დათანხმდება. მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მისაღები მხოლოდ ისეთი ვარიანტი იქნება, რომელიც ადამიანებს სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

„ვაჭარი ივანიშვილი ვაჭრობს ციფრებით, რაში ჩართვასაც ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ გამოვდივართ პრინციპიდან და ეს პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ პარტია, რომელიც იღებს 40%-ზე ნაკლებს არჩევნებში და არ აქვს საზოგადოების უმრავლესობის ნდობა, ვერ უნდა აკომპლექტებდეს მთავრობას და ვერ უნდა აკონტროლებდეს პარლამენტის უმრავლესობას. მისაღები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მოდელი, რომელიც ადამიანებს სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42