ბორა ბორა
30 კმ² ფართობის მქონე კუნძული წყნარ ოკეანეში, საფრანგეთის პოლინეზიის საზოგადოების კუნძულების დასავლეთ ნაწილში, ლივარდის კუნძულებში, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია.

ბორაკაი
კუნძული ფილიპინებში. ეს არის კუნძული, რომელიც წლების განმავლობაში საუკეთესო კუნძულების სიაში მოწინავე ადგილს იკავებდა. ბორაკაი პატარა კუნძულია, რომელიც ტროპიკული კლიმატით და ლამაზი ხედებით მილიონობით ტურისტს იზიდავს.

ბალი
ინდონეზიის ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს მცირე ზონდის კუნძულების ჯგუფში, კუძულ იავასა და ლომბოკს შორის. ბალი ამავე დროს ინდონეზიის ერთ-ერთი პროვინციაა მის 33 პროვინციას შორის. ბალი ინდონეზიის „ნავთობია“.

იპანემა
ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს სამხრეთ ზონაში, ლებლონსა და არპოადორს შორის. იპანემის პლაჟი საყოველთაოდ გახდა ცნობილი სიმღერით „The Girl from Ipanema“, რომელიც ანტონიო კარლოს ჟობიმმა და ვინისიუშ დე მორაიშმა დაწერეს.

ტაიტი
კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, საფრანგეთის პოლინეზიაში მდებარე საზოგადოების კუნძულთა ჯგუფში (Îles de la Société). ტაიტი საფრანგეთის პოლინეზიის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრია. ეს მთაგორიანი კუნძული ვულკანური წარმოშობისაა და შემოსაზღვრულია მარჯნის რიფებით.

მასალის გამოყენების პირობები






