ბავშვთან საუბარი
უთხარით თქვენს მეუღლეს ესაუბროს დაუბადებელ შვილს. ეს შესაძლოა ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა მალე მიხვდებით, რომ ბავშვს თქვენი მუცლიდანაც ესმის და მალე პასუხსაც გაიგებთ.
შეხება
ორსულობის დროს ბევრმა დედამ შეამჩნია, რომ ბავშვი ახლობლის შეხებას გრძნობს. სთხოვეთ თქვენს მეუღლეს მოგეფეროთ მუცელზე და მოეფეროს თქვენს შვილს.
იკითხეთ და ისწავლეთ ერთად
იკითხეთ და ისწავლეთ ერთად, თუ როგორ უნდა გაზარდოთ შვილი. ერთად იარეთ სპეციალურ კურსებზეც.
ერთად მიიღეთ შხაპი
ალბათ უცნაურად ჟღერს. ზოგისთვის ეს იდეა არაკომფორტულობასთან ასოცირდება, თუმცა ამ შემთხვევაში შხაპს არამარტო წყვილი იღებს ერთად, არამედ თქვენი პატარაც თქვენთანაა.
ბავშვის სახელი
ბავშვის სახელის შერჩევაში მონაწილეობა ორივე მშობელმა უნდა მიიღოს !
ექიმთან ვიზიტები
ყველა ვიზიტზე ერთად იარეთ. თქვენმა მეუღლემ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს.
ბავშვის ტანსაცმელი
როდესაც პატარა ბავშვს ელოდებით ალბათ ვერ ითმენთ და წინასწარ ყიდულობთ ბავშვის ტანსაცმელს. სქესს როგორც კი გაიგებთ, ერთად იყიდეთ თქვენი პატარას ტანსაცმელი.
მასალის გამოყენების პირობები






