აფხაზურმა ტელესტუდია „ასარკამ“ გაავრცელა ფეისბუქზე პოსტი, სადაც საუბარია იმ რთულ ვითარებაზე, რომელშიც ქალაქი გაგრის მცენარეული სამყარო იმყოფება.
„პალმები კვდებიან, მაგრამ ვინ უმკურნალებს ამ დაზიანებულ ხეებს, ჯერ კიდევ უცნობია. გაგრის რაიონის ტერიტორიაზე 1514 პალმაა, რომელთაგან მხოლოდ 25 %-ს მიექცა ყურადღება და დამუშავდა, ისიც მხოლოდ 2-ჯერ, როდესაც მარტის თვიდან ნოემბრამდე მინიმუმ ექვსჯერ უნდა მოხდეს ზემოხსენებული მცენარის შესაბამისი პრეპარატებით მკურნალობა. არ არის გასაკვირი, რომ გაგრის რაიონი დღეს კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება. ადგილობრივი აფხაზების თქმით, მთავარი პრობლემა სახელმწიფოსგან მხარდაჭერის არ არსებობაა. თუ უეცრად სანატორიუმების ყველა ხელმძღვანელები დაინტერესდებიან პრობლემით და გადაწყვეტენ, ხეებს უმკურნალონ თავიანთი ფულით, ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნება ფიზიკურად, რადგან ხეები განადგურების ზღვარზეა“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






