მეკობრეები, რომლებმაც აფრიკაში ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს, ამ დრომდე კავშირზე არ გამოსულან.
უცნობია, რა მოთხოვნები აქვთ გამტაცებლებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი აცხადებს, რომმას აქტიური კომუნიკაცია აქვს გემთმფლობელთან და ასევე დაუკავშირდა გემზე დარჩენილ ქართველ მეზღვაურსაც.
„დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაერში მოხდა გასროლა. ეკიპაჟის გატაცებული წევრებიდან არავინ დაშავებულა. კომუნიკაცია მქონდა ეკიპაჟის იმ წევრებთანაც, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან გემზე. მათ შორის არის ქართველიც, რომელმაც დამიდასტურა, რომ არის უსაფრთხოდ, ჯანმრთელი და უვნებელი. რაც შეეხება გამტაცებლების მოთხოვნებს, პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენიმე დღე გამტაცებლებთან კომუნიკაცია არ შედგება და შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






