ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი კამარა და ევროპაბეთი პარტნიორები გახდნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:10, 21 Feb, 2020     2301

დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ კამარასა და კომპანია ევროპაბეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.

კამარა პირველია იმ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს შორის, რომელიც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში, ლუდომანიით დაავადებულ ადამიანებს კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს.

კამარას ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ევროპაბეთის ამ მასშტაბურ კამპანიას მიესალმება და დადებითად აფასებს.

"ჩვენ პაციენტებს სპეციალური მეთოდით, დამოკიდებულებათა დაავადებების მკურნალობის კუთხით ვუდგებით, რომელიც ამერიკელ პროფესორს, ფსიქიატრიის ვარსკვლავს, ანათინა მიშერს, ეკუთვნის. ამ მეთოდით კამარა უკვე ათი წელია, რაც მუშაობს და ის იდეალურადაა ადაპტირებული ქართულ რეალობასთან", — აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე.

პაციენტების მიღება უკვე დაწყებულია. ოპტიმალური კურსი 3-6 თვემდე გრძელდება კვირაში 8-საათიანი ინტენსიური დატვირთვით, თუმცა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, მაგალითად, ორმაგი დიაგნოზით შემოსული პაციენტის შემთხვევაში, შესაძლებელია კურსის გაგრძელებაც ადამიანის სრულ განკურნებამდე.

კამარადან ჯერჯერობით 4 სპეციალისტია მობილიზებული, თუმცა ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ პროექტის ზრდის პარალელურად, შესაძლებელია, კამარას ადამიანური რესურსი უფრო დიდი დატვირთვით ჩაერთოს.

პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია 2019 წლის დეკემბერში გააქტიურდა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, რომლის ფარგლებშიც ევროპაბეთმა გარე ბანერები სრულად ჩამოხსნა, ხოლო სხვა მედიასაშუალებებში კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო.

პასუხისმგებლიანი თამაშის მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ამოქმედდა ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც ევროპაბეთის მომხმარებლები ისარგებლებენ.

ევროპაბეთი 4 წლის წინათ მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42