"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლების ოპონენტები
პოლიტიკა - 17:00, 21 Feb, 2020     1417

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ცნობილი ხდება, რომ ლიდერები შეთანხმდნენ იმ კანდიდატებზე, რომლებსაც ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში ერთობლივად დააყენებს.

თბილისის შემთხვევაში სია პრაქტიკულად დასრულებულია. მუშაობა გრძელდება რეგიონებზე. დღევანდელი შეხვედრის კიდევ ერთი განსახილველი თემა 4 აპრილის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იყო.

ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც დღეს შეხვედრას ესწრებოდნენ ამბობდნენ, რომ ახლა ბურთი მმართველი გუნდის მოედანზეა და სწორედ ხელისუფლებამ უნდა თქვას რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგში ჩაერთოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიტპატიმრები იქნებიან გათავისუფლებულნი და ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა მოლაპარაკების მაგითასთან, რომ უფრო მეტი პროპორციული ნაწილი იყოს შეტანილი საარჩევნო სისტემაში. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან 100/50-ზე ვარიანტს, რომელიც აქვს ხელისუფლებას.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ გადაწყვიტეს, რამდენიმე ლიდერი შეხვდეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკეკბში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

ამასთან სრულიად ოპოზიციური სპექტრი, აცხადებს, რომ ის შეხვედრები, რომლებსაც "ოცნება" მართავს პარტიებთან, მათ ერტობას ხელს ვერ შეუშლის.

"თუ მოხდა რომ გონს მოეგნენ და გადადგეს ის ნაბიჯები, რაც მათთვის დიდი ხანია ცნობილია: რეპრესიების შეწყვეტა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება და საზოგადოების დაკვეთის შესრულება, რომ არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ, ეს არის კარგი ქვეყნისთვის და ჩვენ ვართ მოქნილები, ჩვენი მიზანი კრიზისის შექმნა კი არ არის. თუ არ მოეგებიან გონს და ამ სისტემით ჩაატარებენ არჩევნებს, დაიჭერენ პოლიტიკურ ლიდერებს ჩვენ ამ სცენარისთვის ვართ სწორედ მზად, 73 მაჟორიტარულ ოლქში საკვანძო ადგილებში მოხდება კოორდინირება, რამდენი ლიდერიც არ უნდა დაიჭირონ ეს ვერ შეაჩერებს საზოგადოების ბრაზს, პირიქით გააღრმავებს“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, მმართველმა პარტიამ თავად ააყირავა მოლაპარაკებების მაგიდა და ახლა სწორედ მათი გადასაწყვეტია სურთ თუ არა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ კრიზისიდან.

„რაიმე პოტენციური და თეორიული შეთანხმების ფანჯარაც კი იხურება, იმ კონსტიტუციური ვადებიდან გამომდინარე რაც არის, თუმცა ამ შემთხვევაში ბურთი მთლიანად არის ხელისუფლების მოედანზე, რადგან ივანიშვილმა ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც შეიქმნა ჩვენი საერთშორისო პარტნიორების მედიაციით, ამიტომ თვითონ უნდა გადაწყვიტონ სურთ თუ არა რაიმე დათმობა და სურთ თუ არა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ კრიზისიდან“,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42