"ქართული ოცნება" დიპლომატიურ კარიერას მისი ყოფილი წევრების გასაჩუმებლად და მოსასყიდად იყენებს - ოპოზიცია და ანალიტიკოსები სამი ახალი ელჩის წარდგენაზე
პოლიტიკა - 17:10, 21 Feb, 2020     2359

ლევან იზორია და სოფიო ქაცარავა ელჩებად გაიგზავნებიან. იზორია გერმანიაში ახალი ელჩია, სოფიო ქაცარავა კი საქართველოს დიდ ბრიტანეთში წარმოადგენს. ანალიტიკოსებისა და ოპოზიციის შეფასებით დიპლომატიურ კარიერას "ქართული ოცნება" მისი ყოფილი წევრების გასაჩუმებლად და მოსასყიდად იყენებს. მათივე შეფასებით, იზორიას სხვა ქვეყანაში ელჩად გამწესების მიზანი, წინასაარჩევნოდ ოდიოზური ფიგურის ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებიდან მოშორებაც შეიძლება იყოს.


"იზორიას შემთხვევაში სახეზე გვაქვს ანტიგმირის შიდა პოლიტიკური პროცესისგან ჩამოშორება წინასაარჩევნოდ და გადასროლა სხვა ქვეყანაში.


ქაცარავას ხელისუფლებამ დაუფასა ალბათ ის რომ ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია,წყნარად წავიდა. ეს ლოიალობა და ჩუმი სამზარეულოს პროტესტი დაუფასეს,"-აცხადებს გია ხუხაშვილი.


ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, ქაცარავას დიპლომატიური გამოცდილება აქვს, იზორიას კი საგარეო საკითხებზე ერთი დღეც არ უმუშავია. ხარშილაძე ფიქრობს, რომ იზორია საკმაოდ დიდი ინფორმაციის მატარებელია და მის განაწყენებას მმართველი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მოერიდა.


"არ ჩათვალა მამა მარჩენალმა საჭიროდ, რომ გაეწირა, ერთადერთი კრიტერიუმი იზორიას დანიშვნის არის, ბიძინა ივანიშვილის სურვილი,"- აცხადებს ხარშილაძე.


ფაქტი კი ერთია, სოფიო ქაცარავას, რომელმაც მმართველი გუნდი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო დატოვა, ახლა მოუწევს საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, რომ პროპორციული სისტემის ჩავარდნა არ ყოფილა მმართველი ძალის მხრიდან საზოგადოების მოტყუება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42