“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის შალვა შავგულიძე აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ის არ განიხილავს საკუთარ თავს, იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელსაც ვანო მერაბიშვილი შეუერთდება.
“თავისუფალი დემოკრატები და ევროპული საქართველო ერთმანეთს განვიხილავთ პარტნიორ პოლიტიკურ ძალებად ჩვენ “ევროპულ საქართველოსთან” გვაქვს ყველაზე ახლო პარტნიორული ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შორის და ამ ერთიანობამ საკმაოდ კარგ გამოცდას გაუძლო მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე. რაც შეეხება ამ გარემოებას, მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, შევხედოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერაბიშვილი, მე იმედი მაქვს რომ ჩვენ პარტნიორობას გავაგრძელებთ მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ “თავისუფალი დემოკრატები” და პირადად მე, არ განვიხილავთ პერსპექტივას, რომ ვიქნებით რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომლის წევრიც უშუალოდ იქნება ვანო მერაბიშვილი”, – განაცხადა შავგულიძემ.
ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ მერაბიშვილის დაბრუნება არცერთ ოპოზიციურ პარტიას შეუშლის ხელს, სადაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიაა გაერთიანებული.
მასალის გამოყენების პირობები






