რამდენიმე საათში ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოლაპარაკებებს განაახლებენ, მოლაპრაკებაში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. ის პოლიტიკურ ძალებთან და დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ინდივიდუალურად მართავს.
დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერები ასევე განიხილავენ 4 აპრილის მთავარ გეგმას, მათი მთავარი მიზანი კი უცვლელია, ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა.
ასევე განხილვის საკითხი იქნება თუ ვინ ხვდებოდა ინდივიდუალურად მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები უცვლელია, შეწყვიტონ რეპრესიები, პოლიტიკოსების დევნა.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
''ხელისფლების მთვარი დევიზია დაშალე და იბატონე, ჩვენი დევიზია ძალა ერთობაშია, ჩვენი ერთ - ერთი ძიირითადი განხილვის თემა მაჟორიტარების საკითხი იქნება, ახალი დეტალებია გასავლელი. უახლოეს მომავალში კი გვეყოელბა ყველა ოლქში მაჟორიტარი რომელიც იქნება ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი, ასევე ვემზადებით 4 აპრილის აქციისთვის, ამიტომ ჩვენ რეგულარულად ვიკრიბებით ლეიბორისტული პარტიის ოფისში’’- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
''კარგია რომ მარგველაშვილი აპირებს ლეიბორისტული პარტიის ოფისში მისვლას ლოპალაპარაკებაზე მაგრამ მარგველაშვილის ამ ფორმატში ჩართვას ერთმნიშვნელოვნად მივესალმები’’- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






