''სანამ ქალებს ასე მარტივად კლავენ, დემოკრატიად ვერ ჩამოვყალიბდებით''- ქალი პოლიტოკოსები
პოლიტიკა - 17:18, 20 Feb, 2020     772

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი ქალები ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს ეხმიანებიან.

მათივე განცხადებით, 2020 წლის პირველი თვე ნახევარის განმავლობაში მომხადარი 3 შემთხვევა საგანგაშოა.


''ჩვენ, პოლიტიკური პარტიების ქალი წევრები, ვეხმიანებით ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს საქართველოში. ფემიციდი ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა, რომელიც გულისხმობს ქალის მკვლელობას გენდერული ნიშნით.

2020 წლის პირველი თვენახევრის განმავლობაში ფემიციდის უკვე სამი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს საგანგაშო სტატისტიკაა. ოჯახური ძალადობა, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობა, წარმოადგენს არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის ტრაგედიას. სანამ ქალებს ასე მარტივად კლავენ, ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით დემოკრატიულ საზოგადოებად, სადაც ყველა ადამიანი თანასწორია.

ამ პრობლემის საფუძველი სქესთა შორის მწვავე უთანასწორობაშია, რასაც სამწუხაროდ მყარად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოების მენტალიტეტში და რომლის დასაძლევადაც არ არის საკმარისი სახელმწიფოს მიერ მხოლოდ კანონმდებლობის შექმნა ან მისი აღსრულება.

ვფიქრობთ, ეს ის საკითხია, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური აქტორი და თავიანთი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში გადადგან შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები:

სახელმწიფომ მისი ყველა შტოსათვის გააძლიეროს პრევენციული და ეფექტური პოლიტიკა. კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად." სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებათა გაცილებით ფართო სპექტრი, როგორც საკანონმდებლო, ისე ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა, რათა დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობის და უთანასწორობის პრობლემა საქართველოში.

ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ იმ როლს, რომელიც ეკისრება საზოგადოების თითოეულ წევრს ფემიციდის და ზოგადად - უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც განსაკუთრებით გვეკისრება პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს ქალთა როლის სათანადოდ გააზრებისა და წარმოჩენის მიმართულებით.

ამ მხრივ ჩვენ მზად ვართ დავგეგმოთ და გავატაროთ/გავაძლიეროთ შიდაპარტიული ღონისძიებები, ასევე საჯარო აქტივობები იმგვარად, რომ ხელი შევუწყოთ თანასწორობის, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების დამკვიდრებას როგორც საკუთრივ პარტიებში, ისე საჯარო პოლიტიკაში და საზოგადოებრივ პროცესებში.

მივმართავთ მედიას, რელიგიურ ინსტიტუციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც უდიდესი როლი აქვს საზოგადოებრივი აზრის შექმნაში, განსაკუთრებული სიფრთხილითა და მგრძნობელობით მოეკიდონ ფემიციდის შემთხვევებს, რათა არ წაახალისოს ეს სასტიკი დანაშაული, არამედ ხელი შეუწყოს შემდგომი ტრაგედიების პრევენციას.

უმნიშვნელოვანესია, რომ თითოეულმა ადამიანმა გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩავერთოთ ამ უთანასწორო ბრძოლაში. მხოლოდ ერთიანი, გულწრფელი ძალისხმევით შევძლებთ დავძლიოთ ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა და შევქმნათ რეალური თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული სახელმწიფო''- განაცხადეს ქალმა პოლიტიკოსებმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის "ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისპროგრამის" მონაწილე პარტიები

,,გირჩი"

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის"

,,კონსერვატიული პარტია"

,,ლელო საქართველოსთვის"

,,პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო"

,,სამართლიანობისთვის"

"სამოქალაქო მოძრაობა"

,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია"

,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო"


შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 18 იანვარს ახალგაზრდა ქალი ქმარმა სურამში მოკლა.

2020 წლის 18 თებერვალს სამტრედიაში ქალი ყოფილმა ქმარმა სამოქალაქო რეესტრში, განქორწინების პროცედურის დაწყებისას მოკლა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42