"ქართული ოცნების" პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ დამხობას’’- რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 15:21, 20 Feb, 2020     597

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აკეთებს კომენტარს მმართველი პარტიის შეფასებებზე, მისივე თქმით, პოლიტიკას თავისი ლექსიკა აქვს და "შეცვლას" ბევრი პოლიტიკური სინონიმი აქვს, მათ შორის "დამხობა".

‘’ცვლილების და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ დამხობას’’. გოცირიძე.

„ვანო მერაბიშვილი გაუტეხელი და თავაწეული გამოვიდა ციხიდან, პოლიტპატიმრებიდან, მან ძალიან ნათელი განცხადება გააკეთა საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ. ის რჩება პოლიტიკაში და ვანო მერაბიშვილი თუ ვინმეს ეგონა, რომ უკანონო პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ პენსიაზე გავიდოდა, ცდება. სად ხედავს თავის თავს, სულ მალე იტყვის, როგორც თვითონ თქვა. მისი განცხადების მთავარი შინაარსი იყო ის, რომ აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ რეჟიმის პოლიტიკური ხერხებით შეცვლაში. რაც შეეხება სიტყვა - „დამხობას“, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის დამხობის ტოლფასი, როცა ქვეყნის ყველა კონსტიტუციური შტო ერთი ადამიანის მიერ არის უზირპირებული და როგორც გველეშაპი დაეპატრონება ზღაპარში წყალს და არ აძლევს ცხოვრების საშუალებას ხალხს, დაახლოებით ასე დაეპატრონა ის პროკურატურას, სასამართლოს, პარლამენტს, ბიზნესს. ამიტომ ცვლილების და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ „დამხობას“. მას არ უთქვამს, რომ ძალადობით აპირებს რამეს. პოლიტიკას აქვს თავის ლექსიკა, არის უამრავი სინონიმი, შეცვლა, გაშვება, გაპანღურება, დამხობა. ესენი არიან პოლიტიკური სინონიმები. მას არ უთქვამს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას. „მეტი კახა კალაძე "ქართულ ოცნებას". რაც უფრო მეტი კახა კალაძე იქნება „ოცნებაში“, მით მეტად იქნება "ქართული ოცნება" არჩევნებში წარუმატებელი. მეტი ბიძინა, მეტი კახა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი, მეტი ნუკრი. თუმცა, არ გვინდა მათი ზრდა, ისედაც ნათელია, რომ გაკოტრებული "ოცნებიდან" არაფერი შემორჩა ივანიშვილს. ვინც კი წერა- კითხვა იცოდა, ყველა გაიქცა იქიდან,"- აღნიშნა რომან გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42