''მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ''- გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 15:09, 20 Feb, 2020     583

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში ჩართვას მიესალმება, თუმცა თავად პოლიტიკურ საქმიანობაში დაბრუნებას გამორიცხავს.

კვირიკაშვილის განმარტებით, მას არ სურს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი მოტივაცია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების დროს გააჩნდა. ასევე ხაზგასმით აღნიშნავს რომ კვლავ მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს, რომელიც საქართველოს ეკონომიური სტრატეგიის კუთხით უმნიშვნელოვანესია.

''გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი თავისი ბევრი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის და არა მარტო პოლიტიკისთვის. პირადად, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების დროს ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობდი და დღეს პოლიტიკაში ჩართვით, არ მინდა ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც კონკრეტულად ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღების დროს გამაჩნდა, მათ შორის ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ, როგორც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათწლეულებისთვის, საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აღნიშნულის გათვალიწინებით, არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ის მოტივაცია, რომელიც გამაჩნდა და რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერსების დაცვა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42