ფრაქცია ''დამოუკიდებელი დეპუტატის’’ წევრმა, ლევან გოიგჩაიშვილმა მიმართა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს პალრმანეტის პლენარულ სხდომაზე, მან ასევე მოუწოდა მინისტს როცა მეორედ მივა პალრმანეტში თან მიიყვანოს ფინანსური პოლიციის უფროსი.
‘’მინდა გთხოვოთ, როდესაც მობრძანდებით ერთხელ მოიყვანეთ რა, ფინანსური პოლიციის უფროსი პარლამენტში. სახეზე დაგვანახეთ ვინაა ეს ადამიანი,’’- გიგიჩაიშვილი.
გოგიჩაიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ორ საკითხზე, თამბაქოსთან დაკავშირებულ კორუფციასა და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ ქვეყანაში კორუფცია სისტემის ნაწილად იქცა. თამბაქოს სქემას შეეხეთ, სადაც ეჭვი არსებობს, რომ ივანე ჩხარტიშვილთან ერთად მთელი სახელმწიფო ინსტიტუციაა ჩართული, რომ რამენაირად კანონი და სახელმწიფო გადაწყვეტილებები ამ ადამიანის ინტერესს მოარგონ. როდესაც ზრდიდით ადვალურ გადასახადს, ხომ იცოდით რომ არ იბეგრებოდა იმ თამბაქოს შემოტანა, რომელიც ნედლეულში გადიოდა. ხომ იცოდით, რომ ფასების ზრდა იმ კომპანიების შემოსავლების განახევრებას გამოიწვევდა, ვინც გადასახადებს იხდიდნენ ბიუჯეტში? 2019 წელს ბიუჯეტმა რამდენიმე ასეული მილიონი დაკარგა , მხოლოდ იმის გამო, რომ სავარაუდოდ ერთ ადამინს უნდოდა თამბაქოს მონოპოლია გაეკეთებინა. ეს მონოპოლია არ გამოვიდა და მერე გახსენდებათ, რომ თურმე დასაბეგრია თამბაქო.
მეორე საკითხი, სულ მესმის, რომ ჩვენი გეგმაა, რეკლამის კანონი გავიტანოთ აზარტულ თამაშებზე, რეგულაციები შემოვიღოთ. ფულის გათეთრების სერიოზული სამრეცხაოა ონლაინ კაზინოების კომპანიები და დღეს უკვე ნარკოტიკის რეალიზაციისთვისაც გამოიყენება. ნარკოტიკს ყიდულობენ ადამიანები ამ სქემის საშუალებით და ჩვენ ველოდებით როდის გაგვეღვიძება. ათასჯერ გითხარით, რომ ეს არაა ჩემი კანონპროექტი, ეს ჩვენი ყველას კანონპროექტია და ერთხელ და სამუდამოდ, გამოიტანეთ. ამით ჩვენ ყველა მივიღებთ სარგებელს. ჩვენ გვჭირდება თქვენგან ძალიან ეფექტური მუშაობა“, - მიმართა მინისტრს გოგიჩაიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






