პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკმა კომენტარი გააკეთა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშრებით, მისივე თქმით მერაბიშვილის მოწოდება დამხობისკენ უფრო რბილი გამოთქმაა, ვიდრე ის საქციელი რის გამოც მან სასჯელი მოიხადა.
"დამხობა" ყველაზე რბილი გამოთქმაა იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი და არ მიაჩნია დანაშაულად,’’- ვოლსკი.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად დიდ გულზეა.
„ეს არის ადამიანი, ვისაც ის ორი გვამი არა მარტო მოთხოვნილი აქვს. ეს რეალურია და ის დანაშაულებები რეალობაში ჩაიდინა.
ამას განა არ აღიარებს ვინმე ან მათ ჯგუფში, ან საერთაშორისო დონეზე, ან ჩვენს საზოგადოებაში?! მათი ტაქტიკა და სტრატეგია იყო ადამიანის დათრგუნვა და სიცოცხლის წართმევა, ეს მიაჩნიათ სწორად. ამაზე ილაპარაკა ვანო მერაბიშვილმა, რომ გამოვიდა. სიტყვა დამხობას სამართლებრივ მუხლს ვერ მიუყენებ, მაგრამ ზოგადად, დავინახოთ, ვისთან გვაქვს საქმე. დამხობა ყველაზე რბილი გამოთქმაა, იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი და არ მიაჩნია დანაშაულად.
შეიძლება, 7 წელს რომ ციხეში გაატარებ, გონზე არ იყო და ის აგრესია, რომელიც ჰქონდა შიგნით დაბუდებული, გამოანთხიო უცებ ისე, რომ არც დაფირდე, რაშია საქმე. მაგრამ სულ რომ ხმა არ ამოეღო, განა არ ვიცით, რომ ის დამნაშავე იყო, განა არ ვიცით, რომ დანაშაულად არ მიაჩნია სისხლის დაღვრა?
დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად დიდ გულზეა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ „საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება".
მასალის გამოყენების პირობები






