სამტრედიაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს
კრიმინალი - 12:56, 20 Feb, 2020     3138

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გიგა აბრალავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცოლის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა გამოიტანა.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო პატიმრობის შეფარდებისთვის. მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების მსუბუქი ფორმის შეფარდების შემთხვევაში, დანაშაულის განმეორების რისკები არსებობდა.

პატიმრობას მოითხოვდა ბრალდების მხარე. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა არ იზიარებენ ვარაუდს მოწმეებზე ზეგავლენის, მტკიცებულებების განადგურების და ქვეყნის დატოვების შესახებ, რადგან დაკავებულს განზახული ჰქონდა თავად ჩაბარებოდა პოლიციას.

წარდგენილ ბრალს სრულას ეთანხმება დაკავებული გიგა აბრალავა.

მომდევნო პროცესი 8 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 18 თებრევალს, სამტრედიაში, ახალგაზრდა ქალი იუსტიციის სახლში განქორწინების მიზნით მივიდა, რა დროსაც მას ქმარი დახვდა და დანით ჭრილობა მიაყენა. დაკავებულ მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის აქვს წარდგენილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42