''ეს გათავისუფლებაც უნდა იყოს სიმბოლო იმის, რომ თუ ივანიშვილს არჩევნებში მშვიდობიანად დავამარცხებთ''- გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 11:18, 20 Feb, 2020     682

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია განცხადებას აკეთებს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობაზე და მისივე თქმით, საქართველოს უახლესი დემოკრატიის ისტორიაში ერთ-ერთი ლაქა იყო. როგორც მან განაცხადა, ივანიშვილმა პოლიტიკური რეპრესიები დაამკვიდრა იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა.

„რა თქმა უნდა, 7 წელი იჯდა ადამიანი ციხეში და მის ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ. მან უნდა თქვას ეს ყველაფერი. უბრალოდ მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, ერთკაციან კამერაში 7 წელი მჯდომი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლებულია. ის ჩემი მეგობარია. ამას რომ თავი დავანებოთ, ეს ისტორიაც არის ერთ-ერთი ლაქა ჩვენი უახლესი დემოკრატიის ისტორიაში, რომ ასეთი რამ მოხდა. სწორედ ამიტომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, რომ ასეთი ამბები არასდროს აღარ მოხდეს საქართველოში, რომ პოლიტიკური დაკვეთით ვინმე ციხეში იჯდეს.

მისივე განმარტებით, ვანო მერაბაშვილის გათავისუფლებაც სიმბოლური იქნება რადგან ივანიშვილის ხელიფულებას ოპოზიცია მშვიდობიანად დაამარცხებს.

ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მარტო იყო საკანში გამოკეტილი - 7 წელიწადი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაუსჯელები უნდა ვიყოთ, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილმა კანონის უზენაესობა კი არ დაამკვიდრა, არამედ დაამკვიდრა პოლიტიკური რეპრესიები იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა. მერაბიშვილი ასეთი იყო. აღიშნულის გათვალისწინებით, გარდა იმისა, რომ პერსონალურად მიხარია ის, რომ ამდენი ხნის შემდეგ მერაბიშვილი თავისუფალია, ეს გათავისუფლებაც უნდა იყოს სიმბოლო იმის, რომ თუ ივანიშვილს არჩევნებში მშვიდობიანად დავამარცხებთ, ჩვენ არაფერი მსგავსი არასდროს უნდა გავაკეთოთ.7 წელი იჯდა და 5 წუთით ადრე გამოუშვეს, ჩვენ დაგვაგვიანდა. დანარჩენზე თავად ვანომ უნდა ისაუბროს“,- აღნიშნა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42