''წესიერად ვერც ამეცადინეს, სახელები და გვარებიც კი ვერ დაამახსოვრებინეს''- ირმა ნადირაშვილი ''ევროპულ საქართველოს'' ოფისთან გამართულ აქციაზე
პოლიტიკა - 16:32, 19 Feb, 2020     951

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გუშინ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან გამართული აქცია დადგმული პროტესტი იყო და მისი სერიოზულად აღქმა არ შეიძლება.

როგორც ნადირაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს ნამდვილ ემოციას და დადგმულ პროტესტს.

„რა თქმა უნდა, „ქოც“ აქტივისტების დარაზმვა და ჩვენს ოფისთან თავმოყრა ვერ შეცვლის ვერც ვითარებას ქვეყანაში, ვერც ჩვენს განწყობებს და ყოველთვის, როცა საჭიროდ ჩავთვლით, რომ მორიგი აქცია, პერფორმანსი დავგეგმოთ, შევუქმნათ დისკომფორტი „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ამას ისევ გავაკეთებთ.

გუშინ აქ მოსული ადამიანები დადგმულ პროტესტს განასახიერებდნენ ისე, რომ წესიერად ვერც ამეცადინეს და სახელები და გვარებიც კი ვერ დაამახსოვრებინეს. ეს ნიშნავს რომ ისინი დავალებით იყვნენ მოსული, ამიტომ არ შეიძლება სერიოზულად ამ აქციების აღქმა“,- აღნიშნა ნადირაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა, ნადირაშვილის თქმით, „ინსტიტუტების შეურაცხყოფა არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია,“.

„შეურაცხყოფაა ის, როგორც ის აირჩია და დანიშნა ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა და თავად ბიძინა ივანიშვილის და მისი მასხარების არაფორმალური მმართველობა არის ინსტიტუტების შეურაცხყოფა და სახელმწიფოს მიტაცებაც. სწორედ ამიტომ ჟღერდა გუშინ საბჭოთა კავშირის ჰიმნი იმ დარბაზში“, - ამობობს ნადირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ევროპული საქართველოს" ოფისთან დეპუტატების ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42