ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის მოწმე ამბობს, რომ იგი დაზარალებულია საქართველოს მთავრობის მიერ ვინც გავრილოვი ჩამოიყვანა
პოლიტიკა - 16:17, 19 Feb, 2020     1119
20 ივნისას საქმეზე, ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის მიერ სასამართლოში მოყვანილმა მოწმემ თქვა, რომ მას ოპოზიციის ლიდერთან არანაირი პრეტენზია არ აქვს.

„პროკურატურამ მოიყვანა იდეაში ნიკა მელიას მიერ დაზარალებული ქალბატონი, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა, რომ იგი დაზარალებულია საქართველოს მთავრობისა და იმ პირების მიერ, ვინც უპასუხიმგებლოდ ჩამოიყვანა გავრილოვი და მთელ ერს მიაყენეს შეურაცხყოფა. არაერთხელ ეცადა პროკურორი, რომ რამენაირად გამოესწორებინა დაზარალებულის ეს პასუხი, თუმცა მოწმემ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა, რომ მართალია მას ძალიან მძიმე დაზიანებები მიადგა, თუმცა მასში ადანაშაულებს მთავრობას და იმ უპასუხისმგებლო თანამდებობის პირების, ვინც გავრილოვი ჩამოიყვანა. ნიკა მელიასთან მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია"- აცხადებს მელიას ადვოკატი.

გიორგი კონდახაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავს ადამიანები, ვისაც დაზარალებულობის სტატუსი აქვს მინიჭებული და ცდილობენ ასეთი დაზარალებულებით სასამართლო შეიყვანონ შეცდომაში, რომ ნიკა მელიას ბრალეული ქმედების გამო ეს ადამიანები დაზიანდნენ და დასახიჩრდნენ.

"რეალურად ამაში მთავარი პასუხისმგებელია სახელმწიფოა. მოქალაქე მოვიდა და პირდაპირ დააფიქსირა, რომ მე ნიკა მელიასთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, ჩემი ჯანმრთელობის დაზიანება არავითარ შემთხვევაში მელიას ბრალდებასთან კავშირში არ არის და ამაში დამნაშავეა სახელმწიფო. ასეთი მოწმეები ნიშნავს, რომ ეს საქმე არის შეკერილი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. გარდა სამართალმცავი სტრუქტურის მუშაკებისა, ვინც მოიყვანეს, ყველამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთნ მიმართებით არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ. დაზარალებულმა პირდაპირ უპასუხა, რომ დაპირისპირება და შედეგებიც გამოიწვია იმ სამარცხვინო ფაქტმა, რომ ქართველ ერს მიაყენეს შეურაცხყოფა - გავრილოვი, ჩამოიყავნეს და დაასვეს თავზე და არა ნიკა მელიას პოლიტიკურმა განცხადებამ აქციაზე”, - განაცხადა ჟურნალისტებმა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორი დავით ნეფარიძე მოწმის ჩვენებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, ქალის სწორედ მელიას მოწოდების შემდეგ დაშავდა:

"ქალბატონმა განაცხადა, რომ რომ არა გავრილოვის ჩამოსვლა, მე იქ არ ვიქნებოდი, შესაბამისად, არ მოვყვებოდი ამაში. თუმცა სამართლებრივად დაზარალებული არის პირი, ვისაც დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი. დანაშაული ამ შემთხვევაში იყო ის მასობრივი არეულობა, რომელი მასობრივი არეულობის დროსაც ეს ადამიანი აღმოჩნდა აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების ფეხქვეშ და მიიღო ფიზიკური დაზიანებები - ხელზე, თავზე და ა.შ. ანუ რომ არა ნიკანორ მელიას მოწოდება და აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების დაძვრა პარლამენტის შენობაში შესვლისა და პოლიციის კორდონის გარღვევის მიზნით, ეს ქალბატონი არ დაშავდებოდა”, - განაცხადა პროკურორმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42