''სამწუხაროა, რომ ასე ეპყრობიან ამ ახალგაზრდებს"- ხოშტარია პაარტის ოფისთან გამართულ აქციაზე
პოლიტიკა - 16:07, 19 Feb, 2020     944

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარიას განცხადებით, 18 თებერვალს პარტიის ოფისთან გამართული აქციის ხელწერა ქართულ ოცნებას ეკუთვნის და ამას ისინი ძალიან ხშირად აკეთებენ.

''ამ ახალგაზრდა ადამიანებმა თავადაც არ იცოდნენ და ადგილზეც უთქვამს რამდენიმეს, რომ არ ვიცი, რაზე ვარ მოსული, პარტიიდან გამომაგზავნესო. სამწუხაროა, რომ ასე ეპყრობიან ამ ადამიანებს,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატის თქმით, თავისთავად რაღაცის პროტესტი არანაირი პრობლემა არაა, თუმცა, ეს ქართული ოცნების მიერ იყო დაორგანიზებული.

"ქართულ ოცნებას ძალიან ეტკინა იმ სახელის დარქმევა, რასაც ის იმსახურებს. ისინი დღეს ემსახურებიან საბჭოთა სისტემას და მის ბელადს,"- თქვა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს პარლამენტის სესიაზე, სადაც ქართული ოცნება ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, იმავე თანამდებობაზე დასაბრუნებლად აპირებდა კენჭისყრას, პარლამენტის სპიკერის, არჩილ თალაკვაძის, სიტყვით გამოსვლის დროს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

საღამოს ევროპული საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ერთერთი მონაწილე ამბობდა, რომ მისი მოთხოვნა "ეკა ხოფერიასთვის აქტივობის შეჩერება" იყო.

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, 19 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა კავშირი პარტიასა და აქციის მონაწილეებს შორის და თქვა, რომ მან პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძისგან მიიღო შეტყობინება, რომ ის "ვერ აკავებდა ამ გოგო-ბიჭებს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42