პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადება გააკეთა მარგველაშვილის განცხადებაზე სადაც იგი პოლიტიკაშ დაბრუნებაზე საუბრობს.
''გიორგი მარგველაშვილის განცხადება გასაოცარი იყო, რომ მზად არის, სააკაშვილს დემოკრატაიაზე ელაპარაკოს’’ - განაცხადა სესიაშვილშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და დემოკრატიის ერთად განხილვა წარმოუდგენელია.
''წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილი და დემოკრატია მიახლოებულ ჭრილშიც კი განვიხილოთ. გიორგი მარგველაშვილის განცხადება გასაოცარი იყო, რომ მზად არის, სააკაშვილს დემოკრატიაზე ელაპარაკოს. პირადად, ჩემთვის მისი პოლიტიკური გააქტიურების ეტაპი აქ დასრულდა“. – განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამასთან, მარგველაშვილის თქმით, ის მზად არის ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






