ხმაურიანი სხდომა აჭარის ტელევიზიაში და ორი განსხვავებული აქცია შენობასთან - მოქალაეთა ნაწილი "კარგი ამბების" გაშუქებას ითხოვს
პოლიტიკა - 10:51, 19 Feb, 2020     1243
ხმაური აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან - ტელევიზიასთან მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად ორი აქცია იმართება. აქციის მონსწილეების ნაწილი მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზია და "კარგ ამბებს" არ აშუქებს.


რაც შეეხება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში მიმდინარე პროცესებს, აქ საშტატო ცვლილებებს ხმაურის ფონზე განიხილავენ.

დაპირისპირების მიზეზი გახდა ჟურნალისტების მოთხოვნა, სტრუქტურულ ცვლილებებზე დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხის შესახებ განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით.

თუმცა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა მათ სხდომის დასაწყისში განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომას ტელევიზიის დირექტორიც ესწრება. გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება ადამიანების ანგაჟირებულობამ გამოიწვია.

„სამი-ოთხი თვეა, საუბრობენ შიშებზე, საფრთხეებზე, თუმცა დღემდე არაფერი საშიში არ ხდება, არავის ემუქრება საფრთხე, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები არიან ანგაჟირებულები“,-ამბობს გიორგი კოხრეიძე.

შესვენების შემდეგ ჟურნალისტებმა განცხადების გაკეთება მაინც მოახერხეს.

„ჩვენ გვინდოდა მოგვეწოდებინა, რომ სტრუქტურული ცვლილებების საკითხი გადაედოთ, რადგან ეს აზარალებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჰაერში რჩებიან ადამიანები და დირექტორის ნებაზეა დამოკიდებული, მათ სად გადაიყვანს. რა თქმა უნდა, სასამართლოს მივმართავთ და წელიწადნახევრის შემდეგ მაინც მივაღწევთ სიმართლის დადგენას“ ,- ამბობს ჟურნალისტი მალხაზ რეხვიაშვილი.

ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, სტრუქტურულ ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გაფიცვის ფორმას მიმართონ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42