''ხოშტარია, დიპლომით და საქმიანობით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოებას ემსახურება''- კობახიძე ხოშტარიაზე
პოლიტიკა - 14:41, 18 Feb, 2020     811

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სპიკერ არჩილ თალაკვაძის გამოსვლისას ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება

კობახიძის თქმით, სიმბოლურია რომ ამ პერფორმანსის ავტორია ელენე ხოშტარია, რომელიც დიპლომით და საქმიანობით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოებას ემსახურება.

“მინდა მოკლედ შევეხო ჩვენი “ნაციონალი” კოლეგების საბჭოთა ინტერვენციას საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში, თავისი ღირებულებებით პირველ რიგში. სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. და გარდა დიპლომისა, ის ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს, მისი განმტკიცების საქმეს და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო 7 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი განცხადებით, “საქართველოს პარლამენტში ნამდბვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, ვინც საბჭოთა კავშირის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ”.

პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, ელენე ხოშტარიას დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომას ესწრება საქართველოს მთავრობა, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა სსრკ-ს ჰიმნი ჩართეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42