დავით ზურაბიშვილი: როცა ცხადი გახდა, საით მიჰყავდა ქვეყანა ივანიშვილს, მასთან დაპირისპირება ძალიან დავაგვიანეთ
პოლიტიკა - 11:26, 18 Feb, 2020     2323

დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ სერიოზულ პასუხისმგებლობას გრძნობს და ძალიან აწუხებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა, მისივე თქმით, ძალიან მალე გახდა ცხადი, "საით მიჰყავდა ქვეყანა ივანიშვილს", მასთან დაპირისპირება ძალიან დაგვიანდა. თუმცა, დავით ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ საკუთარ არჩევანს 2012 წელს არ ნანობს, რადგან იმ დროს "დისკრედიტირებული ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი შანსი" სწორედ ოპოზიციის კონსოლიდირება იყო ივანიშვილის გარშემო.


"...ივანიშვილის გარშემო ოპოზიციის კონსოლიდაცია იყო ერთადერთი შანსი სრულიად დისკრედიტირებული ხელისუფლების შეცვლისა და ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ სადმე სხვაგან უნდა ვყოფილიყავი მაშინ. ერთი წამითაც არასდროს მინანია ჩემი არჩევანი, ისევე როგორც არასდროს მინანია ვარდების რევოლუციაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ მერე ოპოზიციაში გახლდით.

რაც შეეხება იმას, თუ რა იცოდა ივანიშვილმა და რა არა, ჯერ ერთი ივანიშვილი მაშინ ჩვენს მიერ აღიქმებოდა არა როგორც ჩვენი ლიდერი, რომელსაც უნდა გავყოლოდით, არამედ როგორც ოპოზიციის დამხმარე თავისი ფინანსური და სოციალური კაპიტალით, მისი უშუალო მონაწილეობა არჩევნებში კი როგორც ექსტრემალური სიტუაციიდან გამომდინარე იძულებითი ნაბიჯი. გარდა ამისა, ადამიანები სწავლობენ ხოლმე და რაღაციდან დასკვნები გამოაქვთ. ივანიშვილის პრობლემა ის კი არ იყო. რომ მან პოლიტიკა არ იცოდა, არამედ ის რომ ვერ ისწავლა და ისევ იქ დარჩა, სადაც მანამდე იყო.

მე ნამდვილად ვგრძნობ სერიოზულ პასუხისმგებლობას და ძალიან მაწუხებს ის, რომ 2012-ის ოქტომბრის მერე ხელისუფლებაში მოსულებმა ვერ შევძელით მოვლენების სასურველი მიმართულებით წაყვანა და როცა ცხადი გახდა (საკმაოდ მალე) თუ საით მიჰყავდა ივანიშვილს ქვეყანა, ძალიან დავაგვიანეთ მასთან დაპირისპირება. ამაზე მზად ვარ ბევრი საყვედური მოვისმინო, მაგრამ აბა რა გეგონათ ნიშნის მოგებას, დიდი ბოდიში და კატეგორიულად ვერ მივიღებ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმის დარჩენას რაც იყო ყველა ვარიანტში ჯობდა ცვლილება. და თუ ვინმეს აქვს სურვილი ახლა ის ვარჩიოთ რა ხდებოდა 2012 წელს არჩევნების წინ და რას აშავებდა ნაციონალური მოძრაობა, ამაზეც შემიძლია ნებისმიერს ვეკამათო, უბრალოდ არა მგონია ახლა ამის დრო იყოს. სხვა სიტუაციაა, სხვა პრობლენის წინაშე ვდგავართ და წარსულის გამო კამათი თავისთავად მგონია ძალიან არასწორი საქციელი", - წერს დავით ზურაბიშვილი დავით პაიჭაძის გვერდზე, სადაც ეკა კვესიტაძის გადაცემის მონაწილეთა მოსაზრებებს განიხილავდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42