18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 23:18, 17 Feb, 2020     2319

ვერძი


მიზნის მისაღწევად მეტი შრომა და მონდომება გჭირდებათ. ეცადეთ, პრობლემის მოგვარების არასტანდარტული გზა გამონახოთ. ნებისმიერი წამოწყება, სარისკოც კი, კარგ შემოსავალს მოგიტანთ. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან სასიხარულო ამბავი. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს.


კურო


ერიდეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს - ნებისმიერი ქმედება შესაძლოა, თქვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს. მოსალოდნელია სირთულეები პროფესიულ საქმიანობაში. ეცადეთ, უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. გამორიცხული არ არის, ოჯახსა და სამსახურს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.


ტყუპები


ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. ეს განსაკუთრებით შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებს ეხებათ. შემოსავალი ან მომგებიანი შენაძენი გელით. ნებისმიერი, წამოწყება, სარისკოც კი, შემოსავალს მოგიტანთ. ამ დღეს შეგიძლიათ, ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ.


კირჩხიბი


პროფესიულ საქმეებში სირთულეები გელით. თქვენი ნებისმიერი მოქმედება შეიძლება თქვენ საწინააღმდეგოდ შემოტრიალდეს. კარდინალური გადაწყვეტილებებისგან თავი უნდა შეიკავოთ, თორემ კოლეგებთან ურთიერთობას გაიფუჭებთ. სახლისა და სამსახურის საქმეების ერთდროულად კეთება მოგიწევთ. შედეგად, გადაღლა შეიძლება, თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს.


ლომი


პრინციპულობა, სიმამაცე და პრობლემების არასტანდარტულად მოგვარება ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ ინტუიციას ენდეთ და კოლეგების რჩევა ნაკლებად გაითვალისწინეთ.


ქალწული


თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა. ეს შეიძლება მოღვაწეობის სფეროს შეცვლა ან განვითარების ახალ დონეზე გადასვლა იყოს. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს. მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების რჩევა გაითვალისწინეთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი ამბავი გელით, რომელსაც გაუთვალისწინებელი ხარჯები მოჰყვება.


სასწორი


ნუ ხართ ზედმეტად თავდაჯერებული და სამართლიან კრიტკას ნუ გაურბიხართ. მხოლოდ თქვენი წინდახედულება და გონივრული მოქმედება იქნება წარმატების გარანტი. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანებთან გაუგებრობა, ამიტომ ეცადეთ, მათ მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.


მორიელი


ვარსკვლავები უბედური შემთხვევის და ეპიდემიის შესახებ გაფრთხილებენ. იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე. ერიდეთ მოგზაურობას და ყურადღება გამოიჩინეთ ავტომობილის მართვისას. ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ და პროვოკაციებს ნუ აჰყვებით. ამ დღეს, როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ სიმტკიცე და გამძლეობა.


მშვილდოსანი


ეცადეთ, დამშვიდდეთ, ფიქრები და გრძნობები მოაწესრიგოთ. შესაძლოა, მოულოდნელმა ცნობამ თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. ხელმძღვანელობასთან ან კოლეგებთან კონფლიქტი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს შეგიშლით. წარმატების შანსი გაქვთ და ეცადეთ, ხელიდან არ გაგისხლტეთ.


თხის რქა


ცოტა მშფოთვარე დღეა, თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდება. ნუ ბრაზობთ საკუთარ თავზე ყველა წვრილმანის და წარსულის შეცდომების გამო. ეცადეთ, კოლეგებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. დღეს დაწყებული მცირე კონფლიქტიც კი შესაძლოა, დიდ პრობლემაში გადაიზარდოს, რომლის მოგვარება მარტოს მოგიწევთ. ამ დღეს მსხვილ შენაძენს ერიდეთ, რათა შემდგომში არ ინანოთ.


მერწყული


გაორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ძველი ჩანაფიქრი განახორციელოთ. ახალი მფარველებისა და პარტნიორების გარდა, მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებთ ნათესავებისა და ახლობელი ადამიანებისგან. პიროვნული მომხიბვლელობა ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, დიდი ხნის უნახავი მეგობრისგან საინტერესო წინადადება მიიღოთ.


თევზები


მზად იყავით პრობლემებისთვის. დღის მეორე ნახევარში დაღლილობას იგრძნობთ, თუმცა ეცადეთ, ნეგატიური ემოციები შეიკავოთ. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, ხანმოკლე და მსუბუქი იქნება. ყურადღება მიაქციეთ კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42