,,გენერალურ პროკურორს უნდა ირჩევდეს მოსახლეობა ‘’ - ირაკლი ღლონტი
პოლიტიკა - 20:19, 17 Feb, 2020     1421
ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე პარტია ,,კანონი და სამართალი’’-ს გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი განცხადებას ავრცელებს.
,, ჩვენი პოლიტიკური პარტიის ,,კანონი და სამართალი’’ -ს მიერ შემოთავაზებული მოდელი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე განმწესების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ინსტიტუციური მოწყობის მიმართულებით, რომელიც დაუყონებლივ უნდა დამკვიდრდეს ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებისთანვე. მიგვაჩნია, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არჩევა უნდა იყოს ხალხის პირდაპირი უფლებამოსილება, რომელიც თავის მხრივ არსებითად გამორიცხავს ნებისმიერი მმართველი ძალის ვიწრო პარტიულ ინტერესებს ამ ინსტიტუციაში, უფრო მეტიც, თუკი ხელისუფლებების ვიწრო პარტიული ინტერესები წინააღმდეგობაში მოვა კანონმდებლობასთან და მოსახლეობის ნამდვილ ნებასთან, ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული გენერალური პროკურორი მაღალი ლეგიტიმაციის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, მიუკერძოებლობის, ობიექტურობისა და კანონიერების პრინციპების დაცვით განხორციელებს საპროკურორო უფლებამოსილებას. ხალხის მიერ არჩეული გენერალური პროკურორი გახდება იმის გარანტი, რომ საქართველო დაადგება მეტი დემოკრატიის გზას, სადაც ნებისმიერი მაღალჩინოსანი, მათ შორის მთავრობის მეთაური, მინისტრები, დეპუტატები, მერები თუ სხვა უწყების წამყვანი თანამდებობის პირები დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ვერ აიცილებენ სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას და ხელისუფლების ცვლილებამდეც მოუწევთ ციხის გისოსებს მიღმა ცხოვრება. ჩვენს მიერ შემოთავაზებული წესი იქნება მაღალი პრევენციის მატარებელიც, ვერცერთი ჩინოვნიკი ვეღარ გაბედავს ხელისუფლების, ხალხის ფულის ან სახელმწიფო ქონების მიტაცებას. მიგვაჩნია, რომ გენერალური პროკურორის მანდატთან ერთად, ხალხის არჩევითი უნდა გახდეს ბიუჯეტის ფულის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის განხმორციელებელი გენერალური აუდიტორის თანამდებობა, ყველა ქალაქის და რაიონის პოლიციის ხელმძღვანელები და რეჟიმის ჩვლილებისთანვე უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი ,,ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო’’. ‘’ - ნათქვამია ღლონტის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42