"ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ მქონია" - ირაკლი შოთაძე
პოლიტიკა - 20:12, 17 Feb, 2020     909

ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ მქონია - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა ის პოლიტიკურ თანამდებობაზე არ იყო, ამიტომ არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აკისრია.

“უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ მქონია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ. მე ვიყავი მთავარი პროკურორი და შესაბამისად, მთავარ პროკურორს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გააჩნია.

რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, არაერთხელ განვმარტე ის მიზეზები, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება ამ მართლაც მძიმე საქმეზე მძიმე სიტუაცია იყო შექმნილი. საზოგადოებაში ამ საქმის მიმართ გარკვეული კითხვები იყო. ირაკლი შოთაძეს არანაირი დაინტერესება არ ჰქონია, რომ რომელიმე თანამდებობას ჩასჭიდებოდა. ჩემთვის თანამდებობები მეორეხარისხოვანია და არის შესაძლებლობა, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურო. როგორც ამას ვაკეთებდი მაშინ, როდესაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობა დავიწყე, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი.

ასევე იმ დროს შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც პოლიტიკური ჯგუფები ამ საქმეს, ამ მართლაც დიდ ტრაგედიას, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, ჩავთვალე, რომ ეს იყო შესაძლებლობა, ამ პროცესზე მართლმსაჯულების პროცესი მართლმსაჯულების გზით წასულიყო. ეს არის იმის ახსნა, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. არაერთხელ ვთქვი, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. ასევე ბევრ სპეკულაციას ვისმენ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი გადადგომის შემდგომ, საქმესთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღეს, ამაზე განმარტება არაერთხელ გავაკეთე“,-განაცხადა შოთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42