დეკანოზი: "ბიბლია უარყოფს ერის გამორჩეულობას, ამოიღეთ გონებიდან აზრი, რომ ღმერთმა საქართველო გამოარჩია"
პოლიტიკა - 14:03, 17 Feb, 2020     1560
ის, რომ საქართველო ღმერთმა გამოარჩია, ბიბლიას ეწინააღმდეგება და ამპარტავნობაა, ამიტომ გონებიდან უნდა ამოიღოთ, - ასეთ რჩევას იძლევა "ფეისბუქზე" დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში მოღვაწეობს.


„თუ ქრისტიანები ვართ, უნდა გვესმოდეს, რომ წმინდა წერილი, ანუ ბიბლია ცალსახად უარყოფს რომელიმე ადამიანის და, მით უმეტეს, ერის წინასწარ გამორჩეულობას, ან რაიმე უპირატესობას ღვთის წინაშე. წინასწარ არავინაა გამორჩეული ღმერთისთვის. ყველა მხოლოდ და მხოლოდ მისი რწმენის და საქმის მიხედვით გამართლდება ან დაიღუპება.
ჯერ კიდევ მოსეს რჯული ამბობს: ... უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს. (2 რჯული 10,17), ასევე უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება. (2 ნეშტ. 19,7) და საბოლოოდ ამასვე გვიდასტურებს დიდი პავლე მოციქული რომაელთა მიმართ წერილში: მიკერძოება უცხოა ღმერთისთვის (რომ. 2,11). ასე რომ, ჩვენი გადარჩენა დაიწყება მაშინ, როცა სრულიად ამოვირეცხავთ ამპარტავანი გონებიდან აზრს, რომ თითოეული ჩვენთაგანი თუ საერთოდ ქართველი ერი რამის გამო წინასწარ გამოირჩია ღმერთმა. ასეთი ამპარტავნული აზრები დიდი ცოდვაა და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიბლიას“ - წერს თამაზ ლომიძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42