მელოტი კაცები უფრო მიმზიდველები, ჭკვიანები, წარმატებულები და მამაკაცურები არიან
ეს საინტერესოა - 19:45, 16 Feb, 2020     3066

ახალი კვლევების მიხედვით, მელოტი მამაკაცები ყველაზე მიმზიდველები არიან!

პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ ჩაატარებულ კვლევაში, პროფესორებმა ძალიან საინტერესო მიგნებები გააკეთეს. მთავარი საკვლევი საკითხი იყო ის, თუ როგორ აღიქვამდა ქალი მამაკაცს სხვადასხვა ვარცხნილობით. უნივერსიტეტის მკვლევარებმა 20 000 ადამიანი გამოკითხეს.

მკვლევარებმა კვლევის მონაწილეებს აჩვენეს მამაკაცების ფოტოები. პირველ ფოტოზე გამოსახული იყო მამაკაცი თმით, ხოლო მეორეზე იგივე მამაკაცი თმის გარეშე. მონაწილეთა უმეტესობამ განაცხადა, რომ ამ ორი ვარიანტიდან დომინანტად მელოტი მამაკაცი მიაჩნდათ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის შესახებ თმის ვარცხნილობის გარდა არაფერი შეცვლილა, მონაწილეებმა მელოტი კაცი უფრო მიმზიდველად დაასახელეს.

კვლევამ ისიც დაასკვნა, რომ მელოტი კაცები მხოლოდ მიმზიდველებად, ძლიერებად და სექსუალურებად კი არა, ჭკვიანებადაც აღიქმებიან.

ბარის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს, როგორ აღიქვამენ სიმელოტეს გარშემომყოფები. თურმე ადამიანები თვლიან, რომ მელოტები უფრო ჭკვიანები, გულწრფელები და კეთილსინდისიერები არიან.

საერთო ჯამში, კიდევ ერთხელ, მელოტი კაცები უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდნენ, ვიდრე თმის მქონე მამაკაცები.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს კვლევები ადასტურებს იმას, რომ თმის მქონე კაცები ფიზიკურად მიმზიდველი არ არიან, მაგრამ აღსანიშვანია, რომ ქალების ყურადღებას უფრო მეტად მელოტები იპყრობენ.

”ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ ქალებს ფიზიკურად მიმზიდველი მამაკაცები ძალიან მოსწონთ, მათ ასევე მოსწონთ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მამაკაცები. მიუხედავად იმისა, რომ კარგმა ვარცხნილობამ შეიძლება მიიპყროს ქალის ყურადღება, ქალები მაინც თვლიან, რომ მამაკაცი მიმზიდველი უფრო მეტად მისმა თვისებებმა შეიძლება გახადოს .“ - ამბობს პროფესორი ფრენკ მუსკარელა, რომელიც ამ კვლევების ერთ-ერთი მკვლევართანაგია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42