“კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“ - ასე ეხმაურება აჭარის ტელევიზიის დირექტორი აჭარის ტელევიზიასთან გამართულ საპროტესტო აქციას.
„ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან. არაფერი შეცვლილა…… ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად, არავის პიროვნული ინტერესი ჩემ მიმართ არ არის“ – ამბობს გიორგი კოხრეიძე და ამატებს, რომ ტელევიზიაში თანამდებობები გადანაწილდება ისე, როგორც საჭიროა.
კოხრეიძე ასევე დასძენს, რომ მოადგილეებთან დაკავშირებით მას თავისი პოზიცია აქვს და რომ „ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას“, გამეორება კი საჭირო არაა.
დღეს ბათუმში ტელევიზიის წინ აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდს.
მასალის გამოყენების პირობები






