არჩილ თალაკვაძე: აშშ და „ქართული ოცნება" მხარს უჭერს დიალოგს, ხოლო ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ამბობს, რომ გადის დიალოგიდან
პოლიტიკა - 11:33, 16 Feb, 2020     1117

„დღეს მოცემულობა არის ასეთი - ამერიკის შეერთებული შტატები და „ქართული ოცნება" მხარს უჭერს დიალოგს და ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ნაჩქარევი განცხადება გააკეთა, გადის დიალოგიდან",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას, არჩილ თალაკვაძემ ის საკითხებიც დაასახელა, რაზეც ამერიკელ პარტნიორებთან ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი თემა იყო ოპოზიციასთან დიალოგი და მმართველი გუნდის შეთავაზება, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კომპრომისული და სამართლიანია.


„ამერიკელ კოლეგებთან გვქონდა საუბარი ჩვენს გადაწყვეტილებებზე და გეგმებზე, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ და პირდაპირ გეტყვით, რომ მათი მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ პროცესების ბოლომდე მიყვანას და ამ გადაწყვეტილების განხორციელებას, რომელიც განმუხტავს არსებულ სიტუაციას.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი შეთავაზება - 100/50 არის კომპრომისული და სამართლიანი. ჯერ კიდევ აშშ-ში წასვლამდე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ მზად ვართ განხილვისთვის, შემდეგი დიალოგისთვის და ოპოზიციამ, როგორც ჩანს, იჩქარა და ძალიან ნაჩქარევი განცხადება გააკეთა, რომ გადის დიალოგიდან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ არ ეთანხმება ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ არჩევნებს ნებისმიერი სისტემით მოიგებენ.


„როდესაც ამერიკა და საქართველოს ხელისუფლება დგას ერთ პოზიციაზე, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ოპოზიციის ერთი ნაწილი, ვინც უფრო დესტრუქციულობით გამოირჩევა, ამბობს, რომ გადის დიალოგიდან და ასევე, ამბობს პარალელურად, რომ მზად არიან ნებისმიერი სისტემით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეს უბრალოდ, ერთი მეორეს გამორიცხავს. თუ ნებისმიერი სისტემით მზად არიან, მაშინ დაეთანხმონ უფრო უკეთესს, ვიდრე არის დღევანდელი და 100/50-ზე რომ ბევრად უკეთესია, ვიდრე დღევანდელი, ამას ელემენტარული მათემატიკა მოწმობს",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42