პოპულარული ვებ-გვერდი „ფაქტმ-მეტრი“ აქვეყნებს ფრაგმენტს 27 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის გამოსვლიდან, სადაც ის ბიუჯეტში 500 მილიონი ლარის გარღვევის არსებობაზე საუბრობს და წერს, რომ ეს განცხადება შეისწავლა.
შეგახსენებთ, გიორგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს „ბიუჯეტში, რომელიც არც თუ ისე დიდია, უკვე 500 მილიონი [ლარი] გარღვევაა’’. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას სიფრთხილისკენ და ურჩია ყურადღება მიაქციოს იმას, თუ როგორ ზეგავლენას მოახდენს ახალი კანონი შრომის კოდექსში ანაზღაურებადი შვებულებისთვის გასაცემი ფულადი დახმარების ბიუჯეტიდან არაუმეტეს 1000 ლარამდე გაზრდის თაობაზე ბიუჯეტზე, ინვესტიციებზე და დასაქმების პერსპექტივებზე.

ფაქტ-მეტრი წერს:
"უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ბიუჯეტში უკვე 500 მილიონი ლარის გარღვევაა. რადგან მან ეს განცხადება 27 სექტემბერს გააკეთა, როდესაც ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესახებ მონაცემები ჯერ სრულად არ იყო ცნობილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი გასული ორი კვარტლის მონაცემებს ეყრდნობოდა. როგორც ზემოთ ვნახეთ, ორი კვარტლის (იანვარი-ივნისის ჩათვლით) მონაცემების მიხედვით, შემოსულობებში 490 მილიონი ლარის გარღვევას მართლაც ჰქონდა ადგილი.
უფრო მეტიც, ჩვენ დღევანდელი, 23 ოქტომბრის მდგომარეობით ბიუჯეტში მესამე კვარტლის ჩათვლით არსებული მდგომარეობა გამოვითვალეთ, რის მიხედვითაც, ბიუჯეტში მთლიანად 763 მილიონი ლარის გარღვევა დაფიქსირდა."
მასალის გამოყენების პირობები






