საქართველოს ბანკი და SOLO ხელოვნების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:09, 14 Feb, 2020     2198

14 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკი და SOLO ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ჰოლოგრამების მუზეუმის იდეის ავტორთან, ლევან ბახიასთან ერთად, მასშტაბურ პროექტს HOLOSEUM-ს იწყებს. პროექტის მიზანია ქართველი და არამარტო ქართველი არტისტების ხელოვნების შედევრების პოპულარიზაცია. თეატრის მხატვრების ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. HOLOSEUM-ი ერთგვარი მუზეუმია ჩარჩოების გარეშე, რომელიც დამთვალიერებელს გაცოცხლებულ ნახატებში მოგზაურობის დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს. ეს არის პერმანენტული მუზეუმი, რომელიც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნება და აპრილამდე გასტანს. საქართველოს ბანკის და SOLO-ს პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენა ჩარჩოების გარეშე დამთვალიერებელს 120 პროექტორით, 750 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე, ანიმირებული ნახატების სამყაროში ამოგზაურებს. მუზეუმში სხვადასხვა ინტერაქციული თუ სტატიკური ტექნიკების და დანათების გამოყენებით შექმნილია ჰოლოგრამული და მოცულობითი ვიზუალი. სწორედ ჰოლოგრამის სახით იქნება გამოფენილი მუზეუმში ისტორიული მოვლენები, ისეთი საინტერესო ნიმუშები, როგორიც სოლიკო ვირსალაძის თეატრალური და სასცენო ესკიზები და ნამუშევრებია. მომხმარებელი ასევე შეძლებს მულტი განზომილებიანი პროექციების სამყაროში იხილოს ლადო გუდიაშვილის და სხვა არტისტების ნამუშევრები.

პროექტის მიმდინარეობის პარალელურად ჰოლოგრამების მუზეუმი გარდაიქმნება ღია სივრცედ, სადაც ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების, ინოვაციების, განათლების, მუსიკის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით გაიმართება ახალგაზრდა არტისტების ინსტალაციების გამოფენა, საინტერესო თოქები და ვორქშოპები, სემინარები. ასევე, მოეწყობა წიგნისა და იოგის კლუბები, კინოჩვენებები.

„მოხარულები ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წვლილი შეგვეტანა ამ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებაში. ჰოლოზეუმი ეს არის პროექციების სამყარო, სადაც შუქი, მოძრაობა და მუსიკა სიცოცხლით ავსებს ქართულ მხატვრობას, ხელოვნებას და ისტორიას, რითიც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა. გვინდოდა ამ პროექტის განხორციელებით კიდევ უფრო შეგვეწყო ხელი ქართველი ნიჭიერი არტისტების შემოქმედების პოპულარიზაციისთვის. მხარი დაგვეჭირა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, მეცნიერებისთვის, ინოვატორებისთვის. იმედი გვაქვს, ჰოლოგრამების მუზეუმის უნიკალური სივრცე შესაძლებლობას მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებელს, უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ ხელოვნებასა და კულტურას, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში და საინტერესოდ გაატარონ დრო მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

"ჰოლოზეუმი არის ადგილი სადაც ჩვენ ვეცდებით რომ წარმოვადგინოთ ქართული ნიჭი. დიახ ხელოვნება ნიჭიდან იწყება და ჩვენ, ქართველები სამწუხაროდ, სათანადოდ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს ნიჭსა თუ კულტურას. პირველი გამოფენა ფიროსმანს ეძღვნება და დარწმუნებული ვარ, ფიროსმანი ყველას სმენია, თუმცა ბევრისთვის არ არის ცნობილი ნახატები, რომელსაც ფიროსმანი ხატავდა. ჰოლოზეუმი დამთვალიერებელს მისცემს შესაძლებლობას 21 საუკუნეში შეეხოს წარსულს. ამიტომ ველით ყველას, ვისაც მხატვრობა და შემოქმედება უყვარს, "- განაცხადა პროექტის ავტორმა, ლევან ბახიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42