''საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული თავმჯდომარეობა გაწიოს და მინისტერიალი ჩავატაროთ ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს თავმჯდომარეობას- დავით ზალკალიანი
პოლიტიკა - 14:34, 14 Feb, 2020     1070

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მჭიდრო კოორდინაციაშია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან მაისში დაგეგმილი მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო მინისტერიალის ორგანიზებას მოახდენს ევროპის საბჭოს წესდების თანახმად და ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.

"ჩვენი პოზიცია ცნობილია - საქართველო როგორც თავმჯდომარე ქვეყანა იმოქმედებს ორგანიზაციის წესდების და პროცედურების შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოს მინისტერიალის მაღალ დონეზე ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებია და ის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული თავმჯდომარეობა გაწიოს და მინისტერიალი ჩავატაროთ ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს თავმჯდომარეობას. სპეკულაციებზე, თუ ვინ როგორ ჩამოვა, ამაზე ძალიან ადრეა საუბარი, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში ურთიერთობას და მერწმუნეთ, რომ ყველაფერი ჩატარდება ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს" - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცი იმასთან დაკავშირებით, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დაგეგმილია ქართული მხარის რაიმე სახის შეხვედრა რუსეთის დელეგაციასთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42