"ბოლო ამბები აჭარის მაუწყებლიდან, დევნიან არასასურველ ადამიანებს"- არხის ჟურნალისტი
პოლიტიკა - 14:38, 14 Feb, 2020     1674

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარის“ წამყვანი თეონა ბაკურიძე ტელევიზიის მენეჯმენტის მხრიდან არასასურველი ადამიანების დევნაზე საუბრობს:

„ბოლო ამბები აჭარის ტელევიზიიდან. მოკლედ მინდა მოგიყვეთ, რითია დაკავებული მრჩეველთა საბჭო და დირექტორი. როგორ აცლიან ბერკეტებს, როგორ დევნიან ადამიანებს და როგორ ცდილობენ რედაქციის შეცვლას.

ჩემი ვარაუდით, ნათია ზოიძის იძულებით წასვლის შემდეგ, სტრუქტურული(გაუგებარი) რეორგანიზაცია გვერდზე გადადეს და გადავიდნენ გეგმა B-ზე.

გეგმა ასეთია – პირდაპირი მნიშვნელობით, არასასურველი ადამიანების დევნა.

1. დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციოს უფროსზე შორენა ღლონტზე, ამბავი 1 წლის წინანდელ გადაცემას ეხება, რომელიც NDI-სთან ერთად გაკეთდა მაუწყებლის ეთერში. ამის თაობაზე დირექტორს მრჩეველმა თამილა დოლიძემ მიმართა.

2. შიდა მონიტორინგის საფუძველზე იკვლევენ 26 დეკემბრის გადაცემაში გია ქარცივაძის სტუმრობის ამბავს – შინაარსში შემოდიან.

3. დირექტორმა უკვე გააცნო მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილება: აუქმებს მოადგილეების შტატებს. უქმდება მაია მერკვილაძის შტატი – ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე და მთავარი გამოშვების რედაქტორია. ამას სამი(ოცნების) ხმა სჭირდება. მაიას ტოვებენ რიგით რედაქტორად, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეიძლება მიმართონ სხვაგან და არა მთავარ ამბებზე. რედაქციის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირის შერყევით, ფაქტობრივად მიზანი მიღწეული იქნება.

აუქმებენ სხვა სამსახურების მოადგილეების შტატებსაც.

4. „ჰეშთეგში“ მალხაზ რეხვიაშვილს გადაცემის წამყვანობას ედავება, რადგან ის ალტერნატიული პროფკავშირის უფროსია.

5. დირექტორი არ ასრულებს პრიორიტეტს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით.არ გააქვს გარე წარმოებაზე პრიორიტეტით განსაზღვრული გადაცემა, რასაც აქამდე სტუდია REC და ირმა ზოიძე აკეთებდა. ამტკიცებს, რომ ამის მომზადება შიგნითაცაა შესაძლებელი, მაგრამ რა რესურსით, ბუნდოვანია. ცნობისთვის, მიზეზად საარჩევნო წელი და რისკი სახელდება – შემთხვევით, ნაცებმა არ მოიგონ კონკურსიო..

ეს ყველაფერი არაა, ვეცდებით უფრო მეტი „მთავარში“ მოგიყვეთ. მანამ ვიდრე ამის საშუალება ჯერ კიდევ გვაქვს.

დასკვნები თქვენთვის მომინდია, მაგრამ აბა ვინმე შემომედავოს, რომ ეს არაა დევნა, ცენზურა ან რედაქციაში უხეში ჩარევა.

პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლეს საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს და მთელ მმართველ გუნდს“- წერს ჟურნალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42