"გავაპროტესტებ სასამართლოს არარსებობას ქვეყანაში... ივანიშვილმა პოლიტიკური ოპონენტების დევნა ნორმად აქცია" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 12:58, 14 Feb, 2020     1886
გაუშვებს თუ არა ივანიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას ციხეში?! ეს დაახლოებით ერთ თვეში, 10 მარტს გაირკვევა, როცა 8 წლის წინ დაწყებულ საქმეს ერთპიროვნულად მოსამართლე, ვეფხია ლომიძე განიხილავს.

თავად ნიკა მელია ამბობს, რომ ივანიშვილმა პოლიტიკური ოპონენტების დევნა ნორმად აქცია.

"ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ოპონენტების დევნა ნორმად აქცია და ამას არც თუ ისე წარუმატებლად ახერხებს. უნდათ, რომ მთელი ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა მიეძღვნას იმ კითხვებზე პასუხის გაცემას - დაგვიჭერენ თუ არ დაგვიჭერენ?! დაველოდები რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილის სასამართლო, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სასამართლო.

ამ საქმეზე, ამ სასამართლომაც კი ვერ გამამტყუნა ორი თვის წინ, და ახლა რაღაც მოიგონეს და ახალი მასკარადის დადგმა უნდათ. უნდათ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანონ, იმ საქმეზე, რომელშიც თავადვე გამასამართლეს“- განაცხადა მელიამ.

ენმ-ს ლიდერის განცხადებით, ვეფხია ლომიძე, "ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე მორჩილი მოსამართლეა" და ეჭვობს, რომ მისი გადაწყვეტილება "უკანონო და არასამართლიანი" იქნება:

„ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის მსახურის, ერთ-ერთ ყველაზე მორჩილ მოსამართლის, ვინმე ვეფხია ლომიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები, არა იმიტომ რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები, უბრალოდ გავაპროტესტებ სასამართლოს არარსებობას ქვეყანაში"- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა „ქართუს საქმეზე“ ნიკა მელიას დამნაშავედ ცნობას სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს.

ცნობისთვის, მელიას საქმის განმხილველი მოსამართლის შესახებ მედიამ საინტერესო ფაქტებსაც მიაკვლია, როგორც „პრესა.ჯი“-ს მასალიდან ირკვევა, მოსამართლე ვეფხია ლომიძე შპს "პირამიდას" 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.

ის კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს "საბას" პარტნიორიცაა. მოსამართლის ოჯახის საკუთრებაშია: რამდენიმე ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი, ერთი კომერციული ფართი თბილისში, შარტავას ქუჩაზე, სამი ბინა, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჯიქიას ქუჩაზე, ასევე ერთსართულიანი სახლი ჯიქიას ქუჩაზე.

მასვე ეკუთვნის არასაცხოვრებელი კომერციული ფართი ჯიქიაზე და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბორჯომშიც.

როგორც ირკვევა, ნიკა მელიას საქმის განმხილველმა მოსამართლემ ცოტა ხნის წინ139 ათას დოლარიანი და 8 ათას 750 ლარიანი სესხი გადაფარა. რისთვისაც თობისი ბანკიდან 128 ათასი ევროს ოდენობის კრედიტი აიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42