''ყველა საერთაშორისო პარტნიორი თანხმდება, რომ ეს არის საქმე, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნი''- ბოკუჩავა უგულავს საქმეზე
პოლიტიკა - 15:54, 13 Feb, 2020     744

ევროპარლამენტიდან ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლის საკითხზე, ერთიანი ნაციონალური მძრაობის წარმოამდგენელი, თინა ბოკუჩავა განცხადებას აკეთებს. მისივე თქმით, მომხრეა ნებისმიეირმა საერთაშორისო მისიამ თუ უწყებამ, შეისწავლოს გიგი უგულავას საქმე, ამავდროუალდ სხვა პოლიტპატიმრების საქმეც.

მისივე განმარტებით, უგულავას საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ამაზეც საერთაშორისო ორგანიზაციაც თანხმდება.

„ცალსახაა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორი თანხმდება, რომ ეს არის ცალსახად პოლიტიკური დევნა, საქმე, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამ კონკრეტულ მისიასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცნობილი არ არის მისი კონტურები, უფლებამოსილება, შემადგენლობა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ცნობილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის პოლიტიკურ ჯგუფში, სოციალისტებში, ამ დრომდე მხოლოდ ერთი ბულგარელი კომუნისტი ნახა, რომელიც დათანხმდებოდა, იყოს მისიაში. კიდევ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ეუთო, რომელიც ასეთი ტიპის მონიტორინგს ახორციელებს ხოლმე, მას ჰყავდა სპეციალური მისია, რომელმაც შეისწავლა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, გამოსცა მთელი რიგი რეკომენდაციები, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთი ეს რეკომენდაცია არ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ მათ ამ საქმეების რეალურად შესწავლის არანაირი სურვილი არ აქვთ“, – ამბობს ბოკუჩავა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია ყურადღების გადატანა.

„სურთ, ახლა ცეცხლი ჩააქრონ, გადაიტანონ ყურადღება თითქოს, საერთაშორისო მექანიზმით მოხდება აღნიშნული საქმეების შესწავლა, თუმცა ცალსახად ყველა საერთაშორისო პარტნიორი თანხმდება, რომ ეს არის საქმე, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი. ეს არ შეეხება მხოლოდ უგულავას, ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემას პოლიტიკური დევნისთვის იყენებს უკვე ძალიან დიდი ხანია“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42