ივანიშვილის მორიგი ტრიუკი? - "ქართული ოცნება" უგულავას საქმის შესასწავლად უცხოურ დელეგაციას იწვევს
პოლიტიკა - 14:30, 13 Feb, 2020     1139
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, საქმეზე ფაქტების დამდგენი მისიის საქართველოში მოწვევა - "ქართული ოცნება" ახალ მესიჯბოქსს ამუშავებს და ამბობს, რომ ხელისუფლების გადაწტვეტილებამ ოპოზიცია "პანიკაში ჩააგდო".
"დღეს ნახეთ მათი განცხადებები. მათი პათოსი, პანიკური გამოვლინებები, რაც მათ განცხადებებზე აისახა, იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტებს არ აწყობს, ეს არის ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს,"- ამბობს მამუკა მდინარაძე.

ქართული ოცნების ვიცე-სპიკერი გია ვოლკსი, ამბობს, რომ მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უამრავი სპეკულაცია, განცხადება, გაუგებრობა და შეუთანხმეელი პოზიციის გაჟღერება მოჰყვა.

"მისია ამ საკითხებს სამართლებრივ პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა. ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას, ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას," - აცხადებს ვოლსკი.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან ამ მისიის სკეპტიკურად შეფასება კითხვებს აჩენს, თუმცა მოულოდნელი არ არის.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ ოპოზიციას გიგი უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისიის გამოგზავნა არ აწყობს.

მისი თქმით, ოპოზიციის ინტერესია, რომ უგულავა პოლიტიკურად დევნილად "მოინათლოს".

"ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ, რაც გაეცნობიან ამ საქმეს, ისინი თვითონვე მიხვდებიან, რომ ამ საქმეში არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს. ჩემთვის არ იყო გასაკვირი სალომე სამადაშვილის კომენტარი, როდესაც მას არ უნდა, რომ საქართველოში ფაქტების დამდგენი კომისია არ ჩამოვიდეს"- აღნიშნა კილაძემ.

შექმნილ სიტუაციაზე დაყრდნობით განცხადებას აკეთებს კიდევ ერთი მმართველი ხელისფლების წარმოამდგენელი, პარლამენტის ვიცე- სპიკერი, კახა კუჭავა, მისივე თქმით გიგი უგულავას საქმის შემსავლელი ევროპარლამენტის მისია იმ ევროპარლამენტარებს დაეხმარებ, ვინც ქართული ოცნებას ‘’ბრალს დებს’’, ასევე განმარტვას, რომ დაინტერსებული ევროპარლამენტარები ადგილზე ჩამოსვლით სიმართლეს თავად დაადგენენ.

"ჩვენი კონსულტაციების შედეგად იყო რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ უკვე წარვადგინეთ, როგორც ჩვენი ინიციატივა. რატომაც არა, ჩვენ გვდებენ ბრალს კონკრეტულ საკითხებში, მოდით, თვითონვე დაადგინონ. იმიტომ, რომ ჩვენ თავს ვიცავთ, ჩვენი არგუმენტები გვაქვს, მაგრამ სრული სიმართლის დადგენისთვის ევროპარლამენტარების ის ნაწილი, ვინც დაინტერესებული იქნება მოკლვევა ჩაატაროს, ჩამოვიდეს"- ამბობს კუჭავა.

შეგახსნებთ, რომ უგულავს საქმეზე ფაქტების დამდგენი მისიის მოვლინებაზე მზადყოფნა გუშინ, 12 თებერვლად მზადყოფნა ევროპარლამენტში ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) გამოთქვა. გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს როგორც ევროპარლამენტარებმა, ასევე ამერიკელმა კონგრესმენებმა. გარდა ამისა, პოლიტიკოსის დაკავებაზე შეშფოთება გამოთქვეს შვედეთის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42