ცნობილია, რომ ამ საქმეზე მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა და მხოლოდ 25 000 ლარიანი გირაო დააკისრა.
საქალაქოს ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა და პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა.
საქმეს სააპელაციო სასამართლოში არა კოლეგია, არამედ ერთპიროვნულად, მოსამართლე ვეფხვია ლომაძე განიხილავს.
"პროკურატურის სარჩელი სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 30 დეკემბერს შევიდა. სხდომა კი 10 მარტს ჩაინიშნა. საქმეს ერთპიროვნულად მოსამართლე ლომიძე განიხილავს. როგორც წესი, მსგავსო მოცემულობის საქმეს პალატა იხილავს, ამიტომ ჩემთვის უცნაურია რომ საქმეს ერთი მოსამართლე იხილაბს.
ჩვენ ვბითხოვთ, რომ ნიკანორ მელია იმ ბრალდებაშიც გამართლდეს, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ჩვენი სურვილი ეს არის, თუმცა ბოლო დრტოს განვითარებული მოვნების გათვალისწინებით, აღარ ვიცი რას უნდა ველოდო. იმ ნაწილშიც კი რაშიც დამნაშავედ სცნეს მელია საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობობს"- აცხადებს ადვოკატი გიორგი მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართუ გაკოტრების" სამეზე სისხლის სამართლის საქმე 7 წლის წინ აღძრა.
გასული წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, ხოლო მეორე ეპიზოდში გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლემ მას 3 წლით და 2 თვით თანამდებობის დაკავებაც აუკრძალა.
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა სასამართლოს ადაწყვეტიდან მალევე, ფორსირებულ რეჟიმში შეუწყვიტა მელიას სადებუტატო მანდატი.
მასალის გამოყენების პირობები






