"შეწყვიტეთ მართლმსაჯულების გამოყენება ოპოზიციის გასაჩუმებლად" - ევროპარლამენტარების საერთო წერილი საქართველოს ხელისუფლებას
პოლიტიკა - 10:21, 13 Feb, 2020     1216

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებული სპეციალური განცხადება პირდაპირ მიმართულია გიგი უგულავას პოლიტიკურ დევნაზე, სადაც ნათქვამია რომ ხელისფლება მართლსაჯულების სისტემას დემოკრატიული ოპოზიციის გასაჩუმებლად იყენებს, ხოლო მთვარობის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს.

‘’საქართველოს მთვარობამ უნდა შეწყვიტოს მართლსაჯულების სისტემის გამოყენება დემოკრატიული ოპოზიცის გასაჩუმებლად. ვგმობთ გიგი უგულავს მიმართ დამდგარ განაჩენს, რაც შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ მთავრობამ ხელი აიღო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, რადგან სასამართლო არ შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების დასადუმებლად’’- ნათვამია საერთო განცხადებაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია, მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის მწვავე რეაქცია და ქართველი ხალხის ძლიერი ხმა, ივანიშვილისთვის პოლიტიკურად მომაკვდინებელი იქნება.

‘’საერთაშორისო თანამეგობრობის სწორი და სამრთლიანი მწვავე რეაქცია და ამას დამატებული ქართველი ხალხის ძლიერი ხმა, დიახაც იქნება ძალიან პოლიტიკურად მომაკვდინებელი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც გარდაისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და უნისონში იქება ძალიან დიდი შედეგის მომტანი ქართველი ხალხისთვის ‘’ - აცხადებს მელია.

ამავე თემას ეხება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქარაძე, იგი მკაფიოდ აღნიშნავს იმ პოლიტიკურ შეცდომებს, რაც დაშვებულია ხელისუფლების მიერ ოპოზიციასთან მიმართებაში.

‘’როცა ერთი კვირის წინ ზალკანიანი და თალაკვაძე ამერიკაში ვიზიტის დროს, კონგრესმენებსს პირდებოდნენ რომ დიალოგი გაგრძელდებოდა და არ იქნებოდა პოლიტიკური დევნა, ამ შეხვედრებიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს გიგი უგულავა, რა თქმა უნდა იმ ადამიანებს უფრო მეტი კითხვა აქვთ, უფრო მეტი შენიშვნა და უფრო მეტი სიმკაცრეც ექნებათ, ამიტომ ასე პრობლემები არ წყდება, ასეთი ორმაგი სტადარტის ტყუილით ქართული ოცნება მხოლოდ მიიღებს მეტ კრიტიკას და ეს კრიტიკა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ამ ხელისფლების დამარცხებაში, შემედგომის არჩევნებში’’. - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ასევე ოპოზიციის გეგმის მიხედვით, პოლიტიკური დევნის საკითხთან შემსწავლელი კომისიის საგანგებო სხდომა დღეს გაიმართება, ოპოზიციის ლიდერები გიგი უგულავას დაპატიმრებასა და პოლიტიკურ დევნაზე იმსჯელებენ. შემუშავდება სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გადაიგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებში, უგულავას ადვოკატის განმარტებით მათ მიაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, იმ კანონდარღვევებზე, რაც უგულავას საქმეში იკვეთება და დაუსაბუთებენ, რატომ არის ის პოლიტიკურად დევნილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42