საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგელების მხრიდან ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეზე გაკეთებული განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაცია გმობს აღნიშნულს და მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი, აგრესიული ფორმით თავდასხმისგან.
"ქარტიის საბჭო გმობს აღნიშნულ ფაქტებს, მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი, აგრესიული ფორმით თავდასხმისგან და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეახსენებს, რომ ნებისმიერი შესაძლო ჟურნალისტური შეცდომა უნდა განიხილებოდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში", - აცხადებენ ქარტიაში.
მომხდარს ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორიც .
მისი განცხადებით, მსგავსი ტონით ჟურნალისტებთან საუბარს არც ერთი ხელისუფალი არ უნდა ბედავდეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში, “დღის ამბები” ანრი ოხანაშვილმა ამავე არხის ჟურნალისტს თამარ ჟიხლაძეს ამორალური უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






