ყველა ერთის წინააღმდეგ! - გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდეს
პოლიტიკა - 18:00, 12 Feb, 2020     1374
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს უახლოეს მომავალში გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალებს შეუერთდეს.

საექსპერტო წრეებში არ გამორიცხავენ, რომ ექსპრეზიდენტი "ლელოს" შეუერთდეს, თუმცა თავად მარგველაშვილი ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც გამორიცხავს:

"პოლიტიკური პროცესის ლოკომოტივს ვხედავ იმ მრგვალ მაგიდაში, იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში და არაფერი, რასაც მე გავაკეთებ, არ იქნება იმ გზის შემასუსტებელი ან იმ გზიდან, ასე ვთქვათ, ამოგლეჯილი. დღეს ის არის პოლიტიკური პროცესის ცენტრი, ის უნდა შენარჩუნდეს და იმის გაძლიერებაა ჩემი მიზანი. თუ ვის ვესაუბრები, როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალში გეტყვით. არ მინდა, რომ მანამ ვთქვა, სანამ არ გავივლი კონსულტაციებს ჩემს მეგობრებთან.

ძალიან ახალია ეს ყველაფერი და სანამ ნაბიჯი გადაიდგმება ხოლმე, საჭირო არ არის რაღაცით შეიზღუდო შენი თავი და რაიმე განცხადება გააკეთო - ასე მოვიქცევი ან ასე მოვიქცევი. სიცხადის წერტილები თუ გვინდა, სიცხადის წერტილები არის ის, რომ ქართული, დემოკრატიული განვითარება მე მიმაჩნია, რო გადასარჩენია. ეს ერთი და მეორე - ამ ეტაპზე, საქართველოს პოლიტიკურ პროცესში არსებობს პრიორიტეტული, ოპოზიციური მრგვალი მაგიდა და ეს მიმართულებაა გასაძლიერებელი. ასე ვთქვათ, ჩემთვის უცხო პერსონაჟები არიან იმ მაგიდასთან, რომელთანაც პოლიტიკური ალიანსი არასდროს არ მქონია, მაგრამ ახლა ზეპოლიტიკური მიზანია მისაღწევი, საქართველოს არ შეიძლება გავხადოთ პროვინციული დიქტატურა,"-განაცხადა "კურიერთან" გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42