ტელეკომპანია "პირველის" დირექტორმა და ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ იურიდიულ, საკითხთა კომიტეტის, ანრი ოხანაშვილის ჩართვაზე კომენტარი გააკეთა.
"როგორ ბედავთ ჩვენს ჟურნალისტზე საუბარს მორალისა და ზნეობის ჩარჩოებში" - მიმართა ინგა გრიგოლიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოხანაშვილმა ამავე ტელევიზიის ეთერიოდან ტამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლო ჟურნალისტი და ამორალური ადამიანი უწოდა.
ინგა გრიგოლიამ ოხანაშვილს განუმარტა, თუ რატომ მიიწვიეს ის რესპონდენტი ეთერში, რომელიც მას ემუქრებოდა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ერევა.
"ვის უწუნებთ ბატონო ანრი და ბატონო ხელისუფლებავ მორალსა და ზნეობას თამარ ჩიხლაძეს, რომელიც მართლა ვარსკვლავია ქართული ჟურნალისტიკის თავისი ღირსებით, თავისი პროფესიონალიზმით, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების უმაღლესი ხარისხით.
"ბატონო ანრი, თუ ვერ გაიგეთ ამდენი ხანი, ახლა მე დამარცვლით აგისნით. მოიყვანა ეს ადამიანი იმიტომ, რომ ეს კაცი საუბრობდა, რომ პოლიციელებმა ის სცემეს. სისტემის ძალადობაზე საურობდა დაკავების შემდეგ. გესმით თქვენ რა არის ჟურანლისტიკა? მართლა ვინ დაგნიშნათ თქვენ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის მაკონტროლებლად? მართლა ვინ დაგნიშნათ თქვენ ჩვენს უფროსებად? მართლა ვინ გითხრათ, რომ ჩვენ უნდა გვასწავლოთ ჭკუა?" - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
გრიგოლიამ მაყურებელს გაახსენა შემთხვევები, როცა სამთავრობო გუნდის წევრები ტელეკომპანია პირველს უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ და ის ფაქტიც, რომ შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია TV პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმა, რომელიც ოცნების აქცია-კონცერტზე მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






