რატომ დაამონტაჟეს ვიდეოკამერა გინეკოლოგის კაბინეტში
ეს საინტერესოა - 15:14, 12 Feb, 2020     2110

რუსეთში, კალინინგრადში, ერთერთ ქალთა კონსულტაციაში, გინეკოლოგის კაბინეტში ქალი შევიდა, ჩაჯდა სპეციალურ სავარძელში და უცებ აღმოაჩინა, რომ მის პირდაპირ, კედელზე ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული.

აღშფოთებული ქალი სამართალდამცავებს დაუკავშირდა, რომლებაც იგი ამავე დაწესებულების ექიმებთან გადაამისამართეს. ექიმების განმარტება გამაოგნებელი იყო - ვიდეოკამერა, ქალთა კონსულტაციის ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად, დამონტაჟებულია იმისთვის, რომ კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია მოხდეს.

პაციენტმა მოიძია სხვა ქალები, რომლებიც ასევე აღშფოთებული იყვნენ მათი გინეკოლოგიური გასინჯვების ვიდეოჩაწერის გამო და ერთობლივი წერილით მიმართეს კალინინგრადის ოლქის ჯანდაცვის განყოფილებას. იქიდან პასუხად მოვიდა არანაკლებ უცნაური განმარტება - ქალთა კონსულტაცია საჯარო ადგილია და მისი დირექტორის განკარგულებით, ვიდეოკამერები, კანონის თანახმად, დამონტაჟებულია ყველა ოთახში, რათა თავიდან იქნას აცილებული ტერორიზმისა და კორუფციის შემთხვევები.

დაზარალებულებმა ადგილობრივ ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართეს, რომლებიც ცდილობენ რეალურ ვითარებაში გაერკვნენ და აიძულონ კალინინგრადის ჯანდაცვის მესვეურები ეს უგუნური გადაწყვეტილება შეცვალონ.

უფლებადამცველთა ინტერესის ერთერთი მთავარი მიზანია, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ, ხომ არ იგზავნება ეს ვიდეომასალა პორნოსაიტებზე, ან ზოგადად სხვა მისამართებზე.

ინფორმაციას НТВ ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42